სასამართლომ ბართომეუს უფლებამოსილება უკანონოდ სცნო

  • 11-09-2019, 13:23
  • სასამართლომ ბართომეუს უფლებამოსილება უკანონოდ სცნო

    "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს მიერ თანამდებობის ვადის ამოწურვამდე შენარჩუნებსი საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

    გუშინ Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლომ, რომელიც აგუსტი ბენედიტოს სარჩელს განიხილავდა, ბართომეუს საპრეზიდენტო უფლებამოსილება უკანონოდ სცნო.

    საქმე ეხება 2017 წელს, როდესაც "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, აგუსტი ბენედიტომ ბართომეუს უნდობლობის საკითხი აღძრა. ბენედიტოს, კლუბის წესდებით განსაზღვრულ ვადაში, საჭირო რაოდენობის ხმები უნდა მოეგროვებინა იმისათვის, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუსთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ. თუმცა, ეს პროცესი მოქმედმა პრეზიდენტმა ვადაზე ადრე შეაჩერა. რომ არა ეს შეჩერება, არაა გამორიცხული, ბართომეუ გადაეყენებინათ.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბართომეუს ამ ქმედებამ გულშემატკივრებს უნდობლობის საკითხის აღძვრაში ხელი შეუშალა.

    "ბარსელონას" ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 13:56

    ვერაფერი ვერ გავიგე ყოფილმა პრეზიდენტმა შეაჩერაო მერე ისევ უფლება აქვსო და ვააა ან მე თქვენ

    5
    --------------------
    ღადობარსა :)))

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი