დიეგო ფორლანი: "ატლეტიკოს" ლა ლიგის მოგება შეუძლია

  • 11-09-2019, 19:35
  • დიეგო ფორლანი: "ატლეტიკოს" ლა ლიგის მოგება შეუძლია

    ყოფილ თავდამსხმელს სჯერა, რომ "ატლეტიკოს" ამ წელს ლა ლიგის მოგების სერიოზული შანსი აქვს.

    აწ უკვე 40 წლის, ყოფილი წამყვანი თავდამსხმელი "როხიბლანკოსის" მაისურით 2007-2011 წლებში თამაშობდა, რა დროსაც მან ევროპის ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.

    "ატლეტიკო" ლა ლიგაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება, რადგან მან სამივედან სამივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონ "ბარსელონას" 5, ხოლო "რეალს" 4 ქულით უსწრებს.

    "რეალსაც" და "ბარსასაც" კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ასევე "ატლეტიკოსაც," - თქვა ფორლანმა.

    "მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები შეიძინეს. ჟაო ფელიში წარმოუდგენელია. დიეგო კოსტაც კარგი ფებუხთელია დიდი გამოცდილებით."

    "მათ შემადგენლობა ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელით განაახლეს."

    "მათ ძალიან კარგი პრე-სეზონი ჰქონდათ და ახლა ჩვენ დავინახავთ, თუ როგორები იქნებიან ისინი ლა ლიგაზე, რადგან სტარტი ძალიან სწრაფად აიღეს, რაც შთამბეჭდავი იყო."

    "ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის იბრძვის, რათა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის გაძვრეს და ტიტულის მოგებასთან სულ უფრო ახლოს მივიდეს."

    "სხვა მხვრივ კი, "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, ნელ-ნელა ასაკში შედიან." - ციტირებს Football Espana.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    3 - 12 სექტემბერი 2019 19:52

    თუ ასე დაარიგა ბარსამ ქულები ატლეს ვინ შეეცილება, რეალი?

    0
    გასულია

    2 - 11 სექტემბერი 2019 20:15

    მესის რაღაც სერიოზული ჭირს ვითომ
    თავიდან მარტო 1 ტურს ტოვებდა და რასაც ვუყურებ 1 თვე ეგ არ დაბრუნდება საერთოდ გუნდს რომ შევხედოთ ძალიან ცუდი სიტუაციაა პერესის და ფატის გამონათება როარ ყოფილიყო გუნდი იყო უხასიათო და რაღაც საშინელი სანახავი. ყველაზე ცუდი ის არის რომ ბარსა ბარსა აღარ არის და ყოველდღე გამოსწორების ნაცვლად რეგრესს განიცდის

    4
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 20:04

    აუ შანსი არაა დაიმახსოვრეთ რო ატლეტიკო ლალიგაში წელს მინიმუმ 5 თამაშს წააგებს . ვერმოიგებენ შანსი არაა! stuck_out_tongue_winking_eye

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი