CatRadio: რაკიტიჩი ან ვიდალი, შესაძლოა, იანვარში წავიდნენ

  • 11-09-2019, 17:34
  • CatRadio: რაკიტიჩი ან ვიდალი, შესაძლოა, იანვარში წავიდნენ

    Catalunya Radio-ს ბოლო ცნობებით, "ბარსელონა", შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ერთ-ერთ ნახევარმცველს დაემშვიდობოს.


    "მგონია, რომ არტურო ვიდალი ან ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" ზამთრის ფანჯარაზე დატოვებს. ისინი არ არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც სათადარიგოთა რიგებში ჯდომა შეუძლიათ და ასევე მათ საბაზრო ფასი აქვთ." - განაცხადა ჟურნალისტმა.


    თუ საზაფხულო ცნობებს დავუჯერებთ, სატრანსფერო ფანჯარაზე ორივე ფეხბურთელმა ბევრი გუნდის ყურადღება მიიქცია.


    "ინტერი" დაინტერესებულია არტურო ვიდალის შეძენით, რადგან გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე ჩილელის დიდი გულშემატკივარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ ერთად "იუვენტუსში" უმუშავიათ.


    რაკიტიჩს ორი თაყვანისმცემელი ჰყავს: პსჟ და "იუვენტუსი". მისი საფრანგეთში გადასვლა იმიტომ ჩაიშალა, რომ ისინი მას უბრალოდ ნეიმარის ტრანსფერის ნაწილად ხედავდნენ. "იუვე" მოლაპარაკებებს 31 წლის ნახევარმცველისთვის იანვარში განაახლებს, რასაც ბოლო ცნობები იტყობინებიან.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 11 სექტემბერი 2019 18:42

    ვიდალი შეცვლაზე არ არის ცუდი ვარიანტი რაკიტიჩი no comment smile

    1
    გასულია

    6 - 11 სექტემბერი 2019 18:39

    ვან დე ბეეკს დავეჩალიჩოტ მაშინ ... ის სლერესი პოგბას ეჩალიჩება :დ და გამოვიყენოთ ეგ მომენტი რო ვან დე ბეეკზე ფავორიტები ჩვენ გავიჩითბით

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    5 - 11 სექტემბერი 2019 18:32

    არტურო უნდა დარჩეს ჩემი აზრით რაკიტიჩი კაი იგროკია მარა ამოწურა თავისი თავი ბარსაში და დროა წავიდეს ვიდალს კიდე არამგონია სკამზე პრობლემა ქონდეს

    3
    გასულია

    4 - 11 სექტემბერი 2019 18:10

    ალენია გაუშვან.მომავალ წელს ფაბიან რუისს იყიდიან და ეგ არის.ან დე ბეკი.ალენია ვერ ქაჩავს და ვერც ვერასოდეს გაქაჩავს.
    კინო რომ არის ერთხელ ამერიკაში არ იყოს, მაგას არასოდეს აუდგებაო ისეა ალენიას საქმე
    არ არის ბარსას დონე

    3
    გასულია

    3 - 11 სექტემბერი 2019 17:58

    ამ ორიდან მეც რაკიტიჩს გავუშვებდი, ვიდალს აქვს ის რაღაც განსხვავებული, მებრძოლი, რაც არც ერთ ბარსას იგროკს არ აქვს. მეტი მრავალფეროვნებისთვის ვიდალს დავტოვებდი. რაკიტიჩს რაც აქვს საუკეთესო თვისებები რაც არც ისე ბევრია, ეს ყველაფერი ალენიასაც აქვს დე იონგსაც და არტურსაც

    2
    გასულია

    2 - 11 სექტემბერი 2019 17:55

    ორივე მენანება მაგრამ ჯობია რაკიტიჩი წავიდეს

    1
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 17:42

    ორივე უნდა წავიდეს ოღონდ ზაფხულში

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი