"ბარსელონას" ვარჯიში ძლიერი წვიმის გამო გადაიდო [ფოტო+ვიდეო]

  • 11-09-2019, 15:34
  • "ბარსელონას" ვარჯიში ძლიერი წვიმის გამო გადაიდო [ფოტო+ვიდეო]

    ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა "ბარსელონას" მზადებას "ვალენსიასთან" მატჩისთვის რამდენიმე ცვლილება შეიტანა.


    მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის ფეხბურთელები ჟოან გამპერის სახელობის სავარჯიშო მოედანზე გამოვიდნენ, ძლიერი წვიმა და ქარბუქი დაიწყო. თავდაპირველად "ბარსელონას" სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ხუმრობდნენ, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ ვარჯიშის გაგრძელება შეუძლებელი იყო და გადახურულ დაწესებულებას შეეფარნენ.



    "ვარჯიშისთვის ამაზე უკეთესი დრო არ არსებობს. თვით ბურთიც კი უფრო სწრაფია." - ვკითხულობთ "ბარსელონას" სახუმარო პოსტში.


    შეგახსენებთ, რომ 3 მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში 4 ქულა აქვს, რომლითაც მე-8 ადგილს იკავებს. მე-4 ტურის მატჩი "კამპ ნოუზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ გაიმართება.




    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 15:52

    ეს მესი და სუარესი სად გდიან?

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი