ორიოლ ტორტის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

ორიოლ ტორტის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა

ორიოლ ტორტი 1929 წლის 31 იანვარს დაიბადა. იგი "ბარსელონას" საშუალო დონის ფეხბურთელი იყო 1946/47, 1947/48 და 1948/49 სეზონების განმავლობაში. მოგვიანებით იგი "ვილასარ-დე-მარის" (1949/51), "სარიასა" (1951/54) და "ბონანოვას" (1954/56) ღირსებებს იცავდა. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მან რეგიონალური მწვრთნელის ტიტული 1958 წლის 19 აგვისტოს მიიღო და "ბარსელონას" ელენიო ერერას დროს 1959 წლის 29 სექტემბერს შეუერთდა. 1959-1977 წლებში იგი ახალგაზრდული "ბარსას" მწრვთნელი იყო.

მან წვრთნა 1977 წელს ბარძაყის დაშავების გამო შეწყვიტა და კლუბის ტექნიკური გუნდის ნაწილი გახდა. 1980 წლიდან სიკვდილამდე, იგი ხუან მარტინეს ვილასეკასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში საფეხბურთო შტატის, "ბარსელონას" ახალგაზრდული სექციის, კორდინატორი იყო. ამ დროის განმავლობაში, ტორტი მთელს მსოფლიოსთვის ნამდვილი საჩუქარი იყო ყველაზე მნიშვნელოვან და ახალგაზრდულ საფეხბურთო ღონისძიებებში. მარტინეს ვილასეკასთან ერთად ტორტი მუშაობდა იმ პატარებთან ერთად, რომლებიც პირველ გუნდში მოხვედრაზე ოცნებობდნენ.

"ბარსელონას" ტალანტებთან ურთიერთობაში მან საკუთარ თავზე მამის, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის როლები აიღო, რათა ისინი ისეთივე კარგ ადამიანებად ჩამოეყალიბებინა, როგორც ფეხბურთელებად. სწორედ ამის გამო იგი ეძებდა ისეთ ახალგაზრდებს, რომელთა ხასიათშიც მუდმივი განვითარების სურვილი და გუნდურობის სურვილი ჩქეფდა. მან იცოდა, როგორ ეპოვა ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარი თავის გამოვლენის სურვილი მაინცდამაინც არ ჰქონდათ, მაგრამ "ბარსას" პროფილს კარგად ერგებოდნენ და სწორედ ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. "ჩვენ ცდებს არ ვაწარმოებთ, ჩვენ მათ, მათივე წრეში დავაკვირდებით." - თქვა ერთხელ მან, როდესაც ლაპარაკი იყო სავარაუდო შენაძენებზე. კატალონიაში, ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერ დროს იგი საათებს ხარჯავდა ფეხბურთელების ძიებაში. ეს მისთვის შემაწუხებელი არ იყო, უბრალოდ მას უყვარდა, რასაც აკეთებდა და რისთვისაც აკეთებდა. როდესაც რომელიმე ფეხბურთელის საქმე გაანალიზებული იყო, იგი აღელვების გარეშე იღებდა გადაწყვეტილებას. ამასთანავე, მას შეგნებული ჰქონდა ის, რომ გულწრფელი და პირდაპირი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად ტორტის უამრავი აღმოჩენისა, მისი იდეა მდგომარეობდა შემდეგში: "სხვა აღმომჩენები არ არსებობენ. ეს ფეხბურთელებმა უნდა აღმოაჩინონ საკუთარი თავი." ისინი, რომლებიც მას იცნობდნენ, მასზე ისე ლაპარაკობდნენ თითქოს, იგი დროს უსწრებდა, უბრალოდ გენიოსი, რომელიც საქმეს ხელმძღვანელობიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული, იჭერდა ყველასთან, ვისაც მისგან რამე სჭირდებოდა. ხშირად იგი ამას დამახასიათებელი ირონიითა და სილამაზით აკეთებდა.

მადლობა ორიოლ ტორტის იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მან აღმოაჩინა და რომლებმაც შემდეგში უკვე პროფესიონალურ დონეზე დაიწყეს თამაში. მაგალითად როგორებიც არიან, ჟოზეპ გვარდიოლა, სერხი ბარხუანი, გილერმო ამორი, როჟერ გარსია, ენრიკე ალვარესი, ანტონიო ტეხედორი, ხუან კარლოს მორენო, ივან დე ლა პენია, ჩავი ერნანდესი, გაბრი გარსია, მარიო როსასი, მიკელ არტეტა და კარლეს პუიოლი. იგი 1999 წლის, 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ახალი "ლა მასია" "Ciutat Esportiva"-ზე "სან-ჟოან-დესპიში" მის სახელს ატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.