კოსტა: გრიზმანის ოცნება მესისთან და სუარესთან თამაში იყო

  • 11-09-2019, 11:55
  • კოსტა: გრიზმანის ოცნება მესისთან და სუარესთან თამაში იყო

    დიეგო კოსტამ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. ის "ატლეტიკოს" გასახდელში ერთ-ერთი ლიდერია გაბის, დიეგო გოდინის, ხუანფრანისა და ანტუან გრიზმანის წასვლის შემდეგ, რომელზეც ესპანელი ფორვარდი ამბობს, რომ მან გუნდი გასაგები მიზეზის გამო დატოვა. ამიტომაც თანაგუნდელებს მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ გამოუმჟღავნებიათ.

    "მისი ოცნება მესისა და სუარესის გვერდით თამაში იყო. ყველამ ვიცით, თუ როგორია ის. ფეხბურთელი, რომლისგანაც ყოველთვის სხვადასხვა რაღაცებს ელოდები და ეს ნორმალურია, რომ მას ბედის გამოცდა და "ბარსაში" ისეთივე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბება უნდოდა, როგორიც "ატლეტიკოში" იყო. გრიზმანის ახალი გამოცდილების მიღება სურდა და ის ამ ყველაფერს "ბარსელონაში" აუცილებლად ნახავს. მე არ ვცდილობდი, რომ იგი დარჩენაში დამერწმუნებია, თუმცა ჩემთვის აზრი რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ ყველამ უნდა მიიღოს ახალი გამოწვევები." - განაცხადა კოსტამ YouTube-ის არხ Que Partizado-სთან ინტერვიუში.

    "მე გადავედი "ჩელსიში", როცა მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. სხვა გუნდში გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ შენ მადლობელი არ ხარ, უბრალოდ ხანდახან მოდის დრო, როდესაც სიახლეებთან შერკინება გინდება. გრიზმანის გადაწყვეტილება მისაღებია. ის ყოველთვის პროგრესული ადამიანი იყო. მას არასოდეს გამოუტოვებია სავარჯიშო სესია, ის სამაგალითო იყო. ჩვენ არაფერი ცუდის თქმა არ შეგვიძლია, ჩვენ მასთან ვალში ვართ."

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 13:14

    კარგად მოიქცა კოშტა ეს რო თქვა.1 დეკემბერსაა მგონი ატლეტიკოსთან და ბევრი ფანიც უარყოფილად იქნება გრიზმანის მიმართ.

    იდეაში გრიზმანს უყვარს ატლეტიკო ყველაფერი მიცა.
    როცა უჭირდა დარჩა კიდეც,ბანის დროს.
    ფანებს იმედია არ ექნებათ ნეგატიური დამიკიდებულება

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი