MD: "ბარსელონა" ფაბიან რუისს დააკვირდება

  • 11-09-2019, 10:53
  • MD: "ბარსელონა" ფაბიან რუისს დააკვირდება

    "ბარსელონამ", შესაძლოა, "ნაპოლის" ნახევარმცველი, ფაბიან რუისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ან მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიმატოს, იტყობინება Mundo Deportivo.

    წყაროს ცნობით, მომდევნო თვეების განმავლობაში, 23 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" სკაუტები დააკვირდებიან. თუ ფაბიანი მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს, კატალონიელები მის შეძენას შეეცდებიან.

    ახლახანს, რუისს ესპანეთის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. მატჩის შემდეგ კი "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერჟიო ბუსკეტსმა თქვა: "რუისი და ფრენკი დე იონგი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები იქნება."

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 11 სექტემბერი 2019 11:28

    ამდენი ნახევარმცველი ნამდვილად არარის საჭირო როცა ძალიან კარგი ნახ დაცვა გვყავს და ალენია და პუჩი კიდე რომლებსაც სათამაშო დრო სჭირდებათ... მხოლოდ სუას შემცვლელია მოსაყვანი .... ყველაზე კარგი ვარიანტი ლაუტარო მარტინესია ჩემი აზრით ...და იმედია გაანძრევს ტვინს ცოტა ოთხ თვალა

    2
    გასულია

    2 - 11 სექტემბერი 2019 11:17

    კაი ბიჭია მომავლისთვის შეიძლება..

    2
    გასულია

    1 - 11 სექტემბერი 2019 11:01

    რავიცი ძმაო სად წავიყვანოთ თორე არა მაქვს პრობლემა ხარჯეთ ფულები და იყავით :დ

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი