ყოფილი „ლა მასიელები“, რომელთა გაშვებასაც „ბარსელონა“ დღემდე ნანობს

  • 10-09-2019, 14:17
  • ყოფილი „ლა მასიელები“, რომელთა გაშვებასაც „ბარსელონა“ დღემდე ნანობს

    "ბარსელონას" არაერთხელ უნანია აღზრდილი ფეხბურთელის სხვა კლუბში გაშვება. წარმოგიდგენთ ხუთ გამორჩეულ მოთამაშეს, რომელთა გაყიდვაც კატალონიური კლუბის სატრანსფერო შეცდომადაა მიჩნეული.

    5. დანი ოლმო

    ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლობიდან ზაგრების "დინამოს" ლიდერობამდე. დანის ესპანეთში დაბრუნებისა და ბავშვობის კლუბში ასპარეზობის სურვილი არ დაუმალავს: "ბარსელონა" 6 წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. დაინტერესებული თითოეული მხარის პატივისცემის მიუხედავად, თუ შანსი გამოჩნდება, მე აუცილებლად დავბრუნდები. სხვა რამის თქმა არ შემიძლია". მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, "ბლაუგრანას" ოლმოს გაფორმებისთვის სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რის მიზეზიც სავარაუდოდ, ლეო მესისთან არსებული პოზიციური მსგავსებაა.

    4. სესკ ფაბრეგასი

    2003 წელს, ფაბრეგასი "არსენალს" 3.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. "ბარსელონა" არ ელოდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სესკი პრემიერ ლიგის ვარსკვლავი გახდებოდა და ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება მოუწევდა მის დასაბრუნებლად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ტრანსფერი საკმაოდ გვიან, 2011 წელს შედგა და კატალონიელებს მათ მიერ აღზრდილი მოთამაშის დაბრუნება 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.

    3. ანდრე ონანა

    კამერუნელი მეკარე რეზერვისტთა ძირითადი შემადგენლობის რეგულარულ წევრად აღიქმებოდა. კლუბის ხელმძღვანელობას პირველი გუნდისთვის უფრო შემდგარი მოთამაშის გაფორმება სურდა. ანდრე ჰოლანდიის ჩემპიონატს შეუერთდა და ერედივიზიონის ერთ-ერთი კაშკაშა ფიგურა გახდა.

    ის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ონანას მიღწევებმა ჩემპიონთა ლიგაც მოიცვა, სადაც მან ყველაზე მეტი სეივი შეასრულა. "ბარსელონა" ზაფხულში აკადემიის ყოფილი წევრის დაბრუნებაზე დაფიქრდა, მაგრამ საბოლოოდ, "კამპ ნოუზე" ნეტო გადაბარგდა.

    2. ალექს გრიმალდო

    "ბენფიკაში 2.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაშვებული ალექსი დღეისთვის მის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. 23 წლის გრიმალდოს დაბრუნება "ბარსელონას" 60 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს შემთხვევა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტადაა მიჩნეული.

    1. ტიაგო ალკანტარა

    რაფინიას ძმამ "ბარსელონას" პირველი გუნდის შემადგენლობაში საკმაოდ ცოტა დრო გაატარა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქომაგებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ტიაგო "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლას შეუერთდა და სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კატალონიურმა გრანდმა გერმანიის ჩემპიონებს რამდენიმე წინადადებით მიმართა, რათა ესპანელი "კამპ ნოუზე" დაბრუნებით დაეინტერესებინა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ალკანტარას "სახლში" წასვლა დიდად არ სურს.

    შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში "ბარსელონას" მუდმივი ანტაგონისტის, "რეალის" რიგებში უნიჭიერესი ტაკეფუსა კუბო გაწევრიანდა, რომელმაც ფეხი სწორედ "ლა მასიაში" აიდგა.

    თეგები: ლა მასია

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 10 სექტემბერი 2019 21:39

    Kide beves gaushvebs arayavs iseti mwvrtneli barsas ro shansi mices regularulad rasac guardk aketebda chempionta ligaze meore gundit tamashibda da sul igebdnen

    1
    საიტზეა

    5 - 10 სექტემბერი 2019 20:46

    ციტატა: ROUCH
    ალკანტარა რატო გვარდიმ არ გაიყოლა იმიტო რო არც იგეთი მაგარია და ხშირად ტრამვიანობს, მაგაზე მაგარი ბიჭებიც არიან თუნდაც დე იონგი

    ალკანტარა ზუსტად გვარდიმ გაიყოლა, და სანამ კონტრაქტს გააახლებდა, ბაიერნმა სადაც პეპი ახალი მისული იყო 25მილიონად წაიყვანა იმიტომ რო ბარსას მაშინდელ ნახევარდაცვაში თავის ადგილს ვერ ხედავდა, გვარდიოლა კი ბაიერნში ძირითადის გარანტიას აძლევდა.

    1
    გასულია

    4 - 10 სექტემბერი 2019 19:52

    არადა ვინც აქაა ჩამოთვლილი მარტო ალკანტარაა დასანანი რო დავკარგეთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 10 სექტემბერი 2019 14:35

    მე არ ვიცი ვინ ნანობს ამათ გაშვებას.

    2
    გასულია

    2 - 10 სექტემბერი 2019 14:34

    ალკანტარას უნდოდა მეტი სათამაშო დრო ბუსის, ინის და ჩავის ეპოქაში. იყო ძალიან ახალგაზრდა და ასეთ დროს ან ელოდები შენს შანსებს, ან მიდიხარ, ტიაგომ ეს უკანასკნელი აირჩია თვითონ, ბარსელონას არ გაუსხვისებია.

    8
    გასულია

    1 - 10 სექტემბერი 2019 14:30

    ალკანტარა რატო გვარდიმ არ გაიყოლა იმიტო რო არც იგეთი მაგარია და ხშირად ტრამვიანობს, მაგაზე მაგარი ბიჭებიც არიან თუნდაც დე იონგი

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი