ლუის სუარესი, როგორც შეუცვლელი ფიგურა "ბარსაში"

  • 9-09-2019, 20:53
  • ლუის სუარესი, როგორც შეუცვლელი ფიგურა "ბარსაში"

    ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონაში" სრულყოფილთან მიახლოებული შემადგენლობა ჰყავს. 21 ფეხბურთელი და გაორმაგებული შესაძლებლობები თითოეულ პოზიციაზე.

    მათგან ლუის სუარესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც არაა დაზღვეული. კლუბს არ შეუძენია 9 ნომერის ჩამნაცვლებელი და მთელი ნდობა მას გამოუცხადეს.

    მიუხედავად იმისა, რომ იანვარში სუარესს 33 წელი უსრულდება, ის რჩება მნიშვნელოვან ფიგურად, რაც ლიონელ მესისთან იდეალურ ურთიერთგაგებასთანაა დაკავშირებული.

    სუარესი ამ სეზონშიც, უდაოდ იქნება მთავარი ორიენტირი შეტევის ხაზში.

    ეს ნაწილობრივ მისი შესაძლებლობებითაა გამოუწვეული, ნაწილობ კი ნაკლები კონკურენციით. სხვა ფეხბურთელებს შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში, თუმცა ისინი სხვადასხვა როლებს ასრულებენ.

    საზაფხულო ფანჯრის დროს კატალონიელები ეძებდნენ ჩამნაცვლებელს და მთავარი კანდიდატი ლუკა იოვიჩი იყო, თუმცა სერიოზულად არავინ არ განიხილებოდა.

    შედეგი არის ის, რომ ვალვერდეს 2019/2020 წლის სეზონში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ცხრიანი ეყოლება.

    ურუგვაელმა წინა სეზონში 23 გოლი გაიტანა, აქედან 19 ესპანეთის ჩემპიონატში.

    2017/2018 სეზონში ყველა ტურნირზე გოლების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, 2016/2017-ში 36-ს, ხოლო 2015/2016-ში 59-ს.

    2018/2019 წლების სეზონმა ვერ ჩაიარა ისე, როგორც კლუბი და თვითონ სუარესი ელოდნენ. გარდა ამისა, ფინალური ნაწილი მან საერთოდ გამოტოვა. საქმე ისაა, რომ არსებობდა ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა, რამაც გამორიცხა კიდევაც მისი თამაში კოპა დელ რეის ფინალში, თუმცა შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღო კოპა ამერიკაზე.

    მიუხედავად ყველაფრისა, დროა გავიხედოთ მომავლისკენ. სუარესი ზაფხულში არ იყიდებოდა და ის იქნება ისეთივე მნიშვნელოვანი "ბარსასთვის", როგორიც აქამდე იყო.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    davidus2020 ფანი [?]

    10 სექტემბერი 2019 11:51

    ციტატა: M10 S9 D11
    კი შეუცვლელია სუა მარა დემბელემ თუ მოუმატა მოუწევს ნერვიულობა

    ვის? დემბელეს? smile smile დემბელე 100წელი ვერ ჩაანაცვლებს ჯეკას, უბრლოდ დემბო საერთოდ არ არის ცენტროფორვარდი,სიმართლე გითხრათ , ახალი თაობიდან შეიძლება რაშფორდიდან გამოვიდეს ასეთი დონის ფეხბურთელი დანარჩენები ახლოსაც არ არიან,ხო ხრდავტ იოვიჩზე ვენებს იჭრიდენ,მაგრამ დიდი არაფერი

    0
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    10 სექტემბერი 2019 08:56

    ციტატა: Madrid 4 ever
    ყველას უკვირს რატომ არ აძლევს შანსს ლიოვი ტერ შტეგენს. ჩემი აზრით აქ პრობლემა ისაა, რომ მარკი ჰოლანდიური წარმოშობისაა. გერმანელებს და ჰოალნდიელებს კიდევ ფარული მტრობა აქვთ ისტორიულად.

    საიდან არის ჰოლანდიელი ვერ გავიგე, ყვავი ჩხიკვზე დააქორწინეს მეათე საუკუნეშიი???

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 სექტემბერი 2019 00:22

    კი შეუცვლელია სუა მარა დემბელემ თუ მოუმატა მოუწევს ნერვიულობა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    9 სექტემბერი 2019 23:03

    ელ პისტოლერო #1 9 არის მთელ მსოფლიოში მესის ახლო მეგობარი და ხელს ვინ დაადებს? რეალის გამამწარებელი სადაც არ უნდა იყოს თამაში დუბლი ჰეტრიკი ეგრევე

    8
    --------------------
    ¡Viva Latino!
    გასულია
    Madrid 4 ever წევრი [?]

    9 სექტემბერი 2019 21:53

    ყველას უკვირს რატომ არ აძლევს შანსს ლიოვი ტერ შტეგენს. ჩემი აზრით აქ პრობლემა ისაა, რომ მარკი ჰოლანდიური წარმოშობისაა. გერმანელებს და ჰოალნდიელებს კიდევ ფარული მტრობა აქვთ ისტორიულად.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied