რატომაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიისთვის შეუმჩნეველი?

  • 9-09-2019, 19:50
  • რატომაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიისთვის შეუმჩნეველი?

    "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ყველანაირად ცდილობს გერმანიის ნაკრებში თავი დაიმკვიდროს, როგორც ნომერ პირველმა. იგი შეუცვლელია "კამპ ნოუზე", ასევე ხვდება იმ მოკლე ჩამონათვალშიც, სადაც საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძვიან, რაც განპირობებულია იმით, რომ საუკეთესო შეხვედრებს ატარებს, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. მიუხედავად ამისა, ლიოვი უპირატესობას მანუელ ნოიერს ანიჭებს. ჰოლანდიის წინააღმდეგ ნოიერის მიერ ოთხი გაშვებული გოლისა და დიდხნიანი ტრავმის შემდეგ, ტერ შტეგენმა დაიმსახურა ის, რაც რეალურად მისია, თუმცა გერმანელი სპეციალისტის არჩევანი მაინც მიუნხენის "ბაიერნის" მეკარეზე ჩერდება.

    ტერ შტეგენი შეწუხებულია არსებული სიტუაციით, თუმცა ნებაყოფლობით ითმენს, რათა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს. ახლა გერმანელ მეკარეს მთელი მისი ყურადღება "ბარსელონაზე" აქვს გადატანილი და გერმანიაში დამკვიდრებისთვისაც ბევრს შრომობს.

    ძნელი სათქმელია, რამდენად შეიცვლის ლიოვი აზრს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, მაგრამ ახლა მისი განზრახვა უცვლელია. "ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია: მანუელ ნოიერი ჩემთვის ნომერ პირველია, თუმცა ტერ შტეგენი ამ წელს მაინც მიიღებს საკუთარ შანსებს."

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 10 სექტემბერი 2019 00:22

    დაახვიე რა ლიოვ აქედან სანამ კასტილებით არ დადგება ნოიერი მანამდე არ დააყენო შტეგო არა შენი დედა მივაცენზურე

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 9 სექტემბერი 2019 21:58

    ნოიერმა რაც 14 ში მსოფლიოზე ქნა იმის მერე შეუხებეელია. ნოიერია და მორჩა.
    თან დღეს გერმანული ფეხბურთიდან ვინც ნ1 ია ისევ ნოიერია.
    სახეა ერთგვარი.
    შტეგოს არ გაუმართლა უბრალოდ რო ნოიერის დროს მოუწია, არც იმაში რო ტრამვა არ მიიღო.
    ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდა :დდ

    6
    გასულია

    3 - 9 სექტემბერი 2019 20:22

    ლიოვმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები თან თვითონაც თქვა რომ შტეგენი შანს მიღებდა და სად არის ის შანსი? თუ თითივრომ იკიტინა ერთ ადგილას იმ სიღრმეზე იკიტინა რომ ტვინი და სინდისი დაიზიანა? გრემანია სახლში ჰოლანდიასთან რომ გამადგურდება მაშინ უკვე უნდა გადადგეს მწვრთნელი ჯერ მარტო იმისთვისა გადასადგომი რომ ტრამვა ახალი მოშუშებული და უთამაშებელი ნოიერი დააყენა კარებში და კიც ჩატოვა იაპონიამ ჯგუფში

    6
    გასულია

    2 - 9 სექტემბერი 2019 20:15

    აქ დიდ როლს ბავარიაში თამაშსაც ანიჭებენ რადგან გერმანული გუნდია სა ასე შემდეგ...ნოიერის დაკნინება არც მინდა ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ შტეგენი რომ აშკარად მეტ დროს იმსახურებს ესეც იცის ყველამ(ლიოვის გარდა რომელიც მიკერძოებულია)

    6
    გასულია

    1 - 9 სექტემბერი 2019 19:58

    არვიცი ამას რა უწოდო იმენა რაკში უძვრება ნოიერს რაა მაგრამ კარგია ბარსასთვის მეტს მოინდომებს ტერო

    13

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი