Sport: დემბელე სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს

Sport: დემბელე სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს

როგორც კატალონიური Sport იტყობინება, უსმან დემბელე ტრავმისა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, დიდი ალბათობით სასტარტო ფეხბურთელის სტატუსს დაკარგავს. დაბრუნების შემდეგ ფორვარდი სავარაუდოდ შეტევის გაძლიერების მეოთხე ვარიანტი იქნება. აქამდე, სხვადასხვა წყაროების ცნობით, იგი სექტემბრის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო.

AS-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლა ლიგის შემდეგ მატჩში, რომელიც "ვალენსიას" წინააღმდეგ გაიმართება, ერნესტო ვალვერდე მესი-სუარესი-გრიზმანის ტრიოს დაყენებას გეგმავს. დემბელეს დაქვეითების ალბათობა უფრო იზრდება, თუ ანსუ ფატისა და კარლეს პერესის წარმატებებსაც გავითვალისწინებთ.

კლუბი უკმაყოფილოა დემბელეს არაპროფესიონალიზმით. ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონატის პირველ მატჩში "ბილბაოსთან" მიიღო. სამედიცინო პერსონალმა გამოკვლევები შემდეგი დღისთვის გადადო, თუმცა ფრანგმა შვებულებაში გასვლა გადაწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ იყო.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ კლუბი მისი გამოყენებას ნეიმარის ტრანსფერისთვის გეგმავდა, თუმცა თვითონ ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლაზე უარი განაცხადა. ზემოთხსენებული წყარო იტყობინება იმასაც, რომ ასეთი ქმედებები ცუდად აისახება ფრანგისა და დანარჩენ ფეხბურთელების ურთიერთობებზე, რადგანაც რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს ნეიმარის დაბრუნება უნდოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 სექტემბერი 2019 03:48
    0
    Rogorc atruvda gundis xelmzgvaneloba da zogi gulshematkivari... ,,Dembo daidos.. kou daidos". Vizaxdi da exlac vitkvi, sisulele da wkalshi gadakrili iko eh fuli, Ager gamochnda kidec. Es igivea Ibrahimovichi - etooshi ROM gacvales da kidev 40 milioni daamates. Kuenka da tello gaushva, ufasod.. da pako alkaseri, gomeshi, rafinia, debili debele, (kenwvla ROM ar icis) da amdagvari choilarebi daimato, amas xom moxerxeba unda?! Koutinio, arda turani, dignie, umtiti, vermaleni. Kolumbieli axmaxi ,,shesha", (gvari damaviwka), duglasi, Da romeli erti?! Bolo 5 welia barcam faqtiurad miliardi gaisrola fexburtelebshi da 2 motamashec ver chajda mkarad ziritadshi. Es katastrofaa.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 სექტემბერი 2019 00:07
    0
    ეგ ისედაც ცხადი იყო რო დემბო ზამენაზე დაჯდებოდა და ძირითადის იგროკები მესი სუა და გრიზმანი იქნებოდნენ მარა დემბელე თუ ფორმაში შევიდა რაშიც დარწმუნებული ვარ სუარეს და გრიზმას მოდუნების უფლება არ ექნებათ და დარწმუნებული ვარ რო დემბო ბოლომდე იბრძოლებს სასტარტოსთვის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #4 9 სექტემბერი 2019 19:44
    2
    მთავარია ამ პიტალოებმა არ გააიჯარონ ან რამე ეს ფატი. ეუფ ეხლა პეპის ნაირი მწვრთნელი რა მონსტრს შექმნიდა ამ ბიჭისგან. მესის წასვლა ახლოვდება და ეგეთ ბიჭებზე უნდა იზრუნოს მთელმა ბარსამ მაგრად. მესიმაც უნდა შეუწყოს ხელი და პირადი ტრენერიც აუყვანონ თორე ვალვერდე ჩააკლავს. აბა დემბელეზე რაღატო უნდა დახარჯონ ან დრო ან ზედმეტი ფინანსები. ყველამ ვიცით უკვე რო ეგ აღარაა ბარსას მომავალი და ვერაფერში დაგვეხმარება ეგეთი ტიპის იგროკი. ჯობს ეგეთ კაცზე დამოკიდებული არც იყო. სათამაშო დრო სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე უნდა მივცეთ რო ფასი მოემატოს, ერთი 80-90 + ბონუსები რო მოგვცენ ჯანდაბას, მეტს არავი გადაიხდის ბართომეუს დარი ქინძი სხვა არ მეგულება. სანეს კონტრაქტი ეწურება და იქნებ დაიკეროს. ან სანჩო ან ვინმე ახალგაზრდა, ნეიმარში 100 გადავიდიდი მეტს არა. 28-29 წლის ნეიმარი მეტი მართლა არ ღირს
    Ika-cule
    სტუმარი [?]
    #3 9 სექტემბერი 2019 18:27
    6
    Peresi da fati mirchevnia amas es gapiarebuli unicho pexburteli Ra fuli gadayara gundma da 100ver gayidis
    გულშემატკივარი [?]
    #2 9 სექტემბერი 2019 18:14
    3
    ციტატა: L.M 10
    მე დემბელეზე დიდ დროს ფატის მივცემდი , რადგან სასწაულებს ჩადის და ძალიან ახალგაზრდაა

    Dro chirdeba kide fatis araa sastartos doneze jer magram darwmunebulivar dembeles 10 tavit ajobebs wels mainc dembele iqneba da fati momavali wlistvis kargad sheechveva pirvel gunds
    ფანი [?]
    #1 9 სექტემბერი 2019 17:58
    10
    მე დემბელეზე დიდ დროს ფატის მივცემდი , რადგან სასწაულებს ჩადის და ძალიან ახალგაზრდაა