ტერ შტეგენი: იმედია კოუტინიო კვლავ ისიამოვნებს ფეხბურთით

  • 8-09-2019, 21:08
  • ტერ შტეგენი: იმედია კოუტინიო კვლავ ისიამოვნებს ფეხბურთით

    "ბაიერნმა" ფილიპე კოუტინიოს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის ივლისში გერმანიის მოქმედ ჩემპიონებს ბრაზილიელი შემტევის კონტრაქტის "ბარსელონასგან" გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

    "ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ყოფილ თანაგუნდელს წარმატება უსურვა: "უპირველეს ყოვლისა, კოუტინიოს მხიარული დროის გატარებას ვუსურვებ. ის როგორც ფანტასტიკური ფეხბურთელი, ასევე კარგი პიროვნებაა.

    ესპანური თავგადასავალი მისთვის მარტივი არ ყოფილა. იმედია "ბაიერნში" ფილიპე კვლავ შეძლებს ფეხბურთით სიამოვნების მიღებას."-ამბობს გერმანელი მეკარე T-Online-სთან ინტერვიუში.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied