კონტრაქტი, რომელიც მესის საშუალებას მისცემს "ბარსაში" სამუდამოდ დარჩეს

კონტრაქტი, რომელიც მესის საშუალებას მისცემს "ბარსაში" სამუდამოდ დარჩეს

"ბარსელონა" მესის უნიკალურ შეთავაზებას უმზადებს: კონტრაქტი, რომელიც არგენტინელს კლუბთან ცხოვრების ბოლომდე დააკავშირებს. თუ როდის იქნება ეს შეთავაზება გაკეთებული - არავინ იცის. კლუბში არ ჩქარობენ, რადგან ფორვარდის ერთგულებაში დარწმუნებულები არიან. ერთ-ერთ წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი ახლო მომავალში მოხდება.

უვადო კონტრაქტი მესის - ამჟამინდელი პრეზიდენტის ბართომეუს იდეაა, რომელსაც "ბარსელონას" გენერალური დირექტორი ოსკარ  გრაუც მხარს უჭერს. არგენტინელსა და ესპანელ პრეზიდენტს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ. პრეზიდენტი პირადად ადევნებს თვალყურს იმას, რომ მესის ყოველი სურვილი შესრულდეს.

კლუბში თვლიან, რომ მესი 2022 წლამდე უმაღლეს დონეზე თამაშს გააგრძელებს, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყატარში გაიმართება, ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს. მათი აზრით ამის შემდეგ იგი სხვაგან თამაშსაც მოისურვებს - მაგალითად, მშობლიურ "ნიუელსში" ან MLS-ში. კონტრაქტში გაწერილი იქნება შემდეგი: ნაკლებად კონკურენტიან ლიგაში თამაშის შემდეგ მესი დაბრუნდება "ბარსაში", ოღონდ ფეხბურთელის როლში აღარ.

არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი 2017 წლიდან მოქმედებს და იგი 2021 წლამდეა გათვლილი. "Football Leaks"-ის ინფორმაციით, ამ შეთანხმების მიხედვით მესის 400 მილიონი ევრო გადასახადების დაქვითვამდე გარანტირებული აქვს. 71 მილიონის სარგო წელიწადში, ხელმოწერითი ბონუსი - 63,5 მილიონი ევრო და ბონუსი ლოიალურობაში - 70 მილიონი ევრო (ათი ნომერი ამ თანხას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ კლუბს არ დატოვებს). გარდა ამისა, მესის შეუძლია დამატებით 20 მილიონი ევრო მიიღოს სხვადასხვა ბონუსების სახით.

მოცემული კონტრაქტის მთავარი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მესის აქვს შესაძლებლობა დაარღვიოს იგი ნებისმიერი წლის 30 ივნისამდე ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ბართომეუს თქმით, არგენტინელი არაა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიიღო ასეთი შესაძლებლობა: აქამდე ასეთი ვანიანტი ჰქონდათ ჩავის, პუიოლსა და ინიესტას. შესაბამისად, პიკემ ყველა მალევე დაამშვიდა, რომ ამის შესახებ ყველამ იცის და ეს არ არის მითქმა-მოთქმების საფუძველი.

რაც შეეხება "ნიუელსს", მესი ამ კლუბში 1995-2000 წლებში თამაშობდა, მაშინ, როდესაც ძალიან პატარა იყო, ხოლო ამის შემდეგ "ბარსელონას" სისტემაში აღმოჩნდა. "ნიუელსში" თამაშის სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა. როდესაც აქ აღმოვჩნდი, ვოცნებობდი, რომ ოდესმე არგენტინული პრიმერაში მეთამაშა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და არ ვიცი უახლოეს მომავალში რა მოხდება. არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ "ნიუელსში" ვითამაშებ, რადგანაც უბრალოდ არ ვიცი სად მოვხვდები."

"TNT Sport"-ის ჟურნალისტმა მარტინ კარილიამ ამ დღეებში "ტვიტერზე" დაპოსტა, რომ მესი "ნიუელსში" უკვე მომავალ სეზონში გადავა, თუმცა ეს ცოტა დაუჯერებლად ჟღერს. რაც არ უნდა იყოს, ალბათ არგენტინელი ოდესმე მაინც დაბრუნდება სამშობლოში. უვადო კონტრაქტის იდეა, რომელშიც გაწერილია "ბარსელონაში" დაბრუნდების ვარიანტი, მას შემდეგ, რაც სხვა გუნდიდან დაბრუნდება, მხოლოდ ამას მოწმობს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 სექტემბერი 2019 11:54
    5
    ეს რო ფეხბურთიდან წავა რა ინტერესით უნდა ვუყურო ფეხბურთს მე არ ვიცი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    PIQUE 3
    სტუმარი [?]
    #1 9 სექტემბერი 2019 10:52
    5
    არაა არგენტინა ღირსი რო მესი თუნაც 40წლის ასაკში ჩავიდეს და 1სეზონი ითამშოს😈ბარსელონაში დაასრულოს კარიერაა იქ სადაც აფასებნ😎🖤❤