„ბარსელონა“ შიშობს, რომ მედიისა და ფანების ზეწოლა ანსუ ფატის ხელს შეუშლის

„ბარსელონა“ შიშობს, რომ მედიისა და ფანების ზეწოლა ანსუ ფატის ხელს შეუშლის

Diario Sport-ზე დაყრდნობით, "ბარსელონას" ანსუ ფატის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით გეგმა აქვს. 16 წლის ფეხბურთელის მიღწევებმა ქომაგებისა და პრესის აღტაცება გამოიწვია. ესპანეთის ჩემპიონები შიშობენ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა ახალგაზრდა მოთამაშის პროგრესზე ცუდად აისახება.

წარსულში "ბლაუგრანას" არაერთი პერსპექტიული ფეხბურთელის ჩავარდნა გვინახავს. ამ თემაზე საუბრისას უთუოდ გაგვახსენდება ისააკ კუენკა, ხეფრენ სუარესი და მესის შემცვლელად მიჩნეული ბოიან კრკიჩი. ძირითად გუნდში ჩატარებული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მათი კარიერა სასურველი სცენარით არ განვითარებულა. ქომაგებისა და მედიის უწყვეტმა ზეწოლამ ახალგაზრდების მომავალს დაღი დაასვა.

"ბეტისთან" ჩატარებული სადებიუტო შეხვედრისა და "ოსასუნასთან" გატანილი გოლის შემდეგ, 16-წლის მოთამაშე არანორმალურად პოპულარული გახდა. ის იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის გახსნას დაესწრო, რათა ტრიბუნებიდან ამხანაგური შეხვედრა ენახა. ამის ნაცვლად მას დროის ქომაგებთან ერთად გატარება, ავტოგრაფების დარიგება და ფოტოების გადაღება მოუხდა.

კლუბს მიაჩნია, რომ ანსუმანე ასეთი ყურადღებისთვის ჯერ ძალიან პატარაა. ახლო წარსულში კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მამას ინტერვიუებზე მაქსიმალურად თავის არიდებისკენ მოუწოდა.

ანსუს ყველაფერი აქვს, რათა "ბარსელონას" ისტორიის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა გახდეს და სწორედ ამიტომ, კლუბი ეცდება გაუმკლავდეს ყველა იმ ბარიერს, რომელიც ანსუს მთავარ სამიზნეზე, თამაშზე, კონცენტრაციაში ხელს შეუშლის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.