RFEF-ს სურს, რომ ფატიმ მოქალაქეობა უმოკლეს დროში მიიღოს

  • 8-09-2019, 15:25
  • RFEF-ს სურს, რომ ფატიმ მოქალაქეობა უმოკლეს დროში მიიღოს

    "ბეტისის" წინააღმდეგ ჩატარებული სადებიუტო შეხვედრისა და "ოსასუნასთან" მატჩში "ბარსას" ისტორიაში გატანილი ყველაზე ახაგლაზრდული გოლის შემდეგ, ანსუ ფატი საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა.

    ესპანეთის ფეხბურდის ფედერაციას სურს, რომ ანსუ ქვეყნის მოქალაქე რაც შეიძლება მალე გახდეს. RFEF-მა პროცესის დაჩქარებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ამის მიზეზი 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ბრაზილიაში 26 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება. "ლა როხა" ფატიზე იმედებს ამყარებს.

    ფატის სანაკრებო დონეზე სამი არჩევანი აქვს. მას შეუძლია დაიცვას გვინეა-ბისაუს (დაბადების ადგილი), პორტუგალიის (გვინეა-ბისაუ აღნიშნული ქვეყნის ყოფილი კოლონიაა) ან ესპანეთის (6 წლის ასაკიდან აქ ცხოვრობს) ღირსება. თუმცა, ანსუმანეს მოქალაქეობის მიღება მხოლოდ მამამისის დახმარებით შეუძლია და RFEF იმედოვნებს, რომ ამის წყალობით რთული პროცესი მარტივად მოგვარდება. 

    თეგები: ანსუ ფატი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი