ჟერარ პიკე: ალექს ფერგიუსონი ჩემი მეორე მამა იყო
"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ ნეიმარის სატრანსფერო საგა და ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა მიმოიხილა.
"17 წლის ასაკში მანჩესტერში გადაბარგება ურთულესი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოჯახისა და მეგობრების დატოვება მიწევდა. ბარიერის გადალახვაში ფერგიუსონი დამეხმარა, რომელიც მეორე მამად მიმაჩნია.
ალექსს ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეეძლო, რაც ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მისი ლიდერული უნარ-ჩვებები, რომელსაც რთულ მომენტებში ავლენდა, ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო.
პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ სატრანსფერო ფანჯრის დახურვას არანაირი აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ნეიმარის შესაძლო დაბრუნების ირგვლივ გავრცელებულმა ჭორმა ჩვენს ფეხბურთელებზე გავლენა მოახდინა. ძირითად სამიზნეზე კონცენტრირებას და შეხვედრების მოგებას ვერ ვახერხებდით.
ბრაზილიელი შესანიშნავი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის პსჟ-ში სიტუაციას კარგად წარმართავს. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ ნეიმარი "ბარსაში" ბედნიერი იყო."-ვკითხულობთ პიკეს სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს საიტზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]