"ბარსელონას" ვარსკვლავმა გადაწყვიტა თუ რომელი ნაკრების მაისურით სურს თამაში

  • 8-09-2019, 21:44
  • "ბარსელონას" ვარსკვლავმა გადაწყვიტა თუ რომელი ნაკრების მაისურით სურს თამაში

    ყველას სურს ანსუ ფატი და ეს არავის უნდა აკვირვებდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის გზამ, რომელიც მან პირველ გუნდამდე განვლო, მხოლოდ და მხოლოდ გაზარდა მასზე მონადირეთა რაოდენობა.

    ანსუ ფატი "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელად ახლახანს დააწინაურეს, თუმცა სარეზერვო გუნდში მას დებიუტი ჯერ არ ჰქონია. 16 წლის ახალგაზრდა ფორვარდი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს იგი ნამდვილი პროფესიონალია.

    ანსუ ფატი სულ რაღაც 6 წლის იყო, როდესაც ესპანეთში გადავიდა და ლოგიკურია, რომ მას ესპანეთის ნაკრების მაისურით სურს თამაში. "მე მინდა ვითამაშო ესპანეთისთვის" - ამბობს იგი. ამომავალი ვარსკვლავი თავს ესპანელად თვლის და სანაკრებო კარიერის გაგრძელება საკუთარ მეგობრებთან ერთად სურს. პირველად ანსუმ ყველაფერი ეს "ბარსელონას" აცნობა. გილერმო ამორი კი ამის შემდეგ ესპნანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს, რათა ახალბედას გადაწყვეტილების შესახებ, რაც შეიძლება მალე აცნობოს.

    ესპანეთის მოქალაქეობის მიღების საქმე

    იმისათვის, რომ ესპანეთის მაისურით თამაშობდე, რა თქმა უნდა, საჭიროა მოქალაქეობა. ქვეყანაში ცხოვრების საკვალიფიკაციო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ანსუ ფატის მამის მხრიდან მოქალაქეობის მიღების პირველი ნაბიჯი პასპორტის მოთხოვნა იქნება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) ცდილობს ეს პროცესები დააჩქაროს.

    ესპანეთს ძალიან უნდა, რომ 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიაში 26 ოქტომბერს დაიწყება, ანსუ ფატი, ხოსე მარტინესი და მორიბა კოურამა მათ შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. "ლას პალმასში" განათხოვრებული პედრიც წესით შემადგენლობაში უნდა იყოს. ზემოთხსენებული სამეული გაემგზავრება ყატარში, სადაც 14 და 16 სექტემბერს თამაშებია დაგეგმილი. მაშასადამე, ძალიან მალე ანსუ ფატი ჩემპიონატზე უნდა ვიხილოთ და ეს მისთვის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

    პორტუგალიის როლი

    შეიძლება ახალგაზრდა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება ესპანეთის სასარგებლოდ მიიღო, თუმცა პორტუგალიას ჯერ მაინც არ დაუკარგავს იმედი. მას ასევე შეუძლია მიიღოს პორტუგალიის მოქალაქეობაც. ისინი ეცდებიან, რომ ანსუს ოჯახს შესთავაზონ ყველაფერი, რაც მათ ძალებში იქნება, რათა 16 წლის ახალგაზრდა საბოლოოდ მაინც მათ შეუერთდეს.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 9 სექტემბერი 2019 22:19

    ეეხ, მესიც გაყოლოდა ამის გზას ხო იცოდა რა მიოხრებულია არგენტინაც და მათი სპორტული ინფრასტრუქტურაც. ერთხელ ცოვრობ ამ ქვეყანაზე და ასეთი ტალანტი რონალდუ-რობოტის დასაცინია: ნაკრებში ვერაფერს მიაღწიაო...
    იქნებოდა ეხლა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ერთადერთი რითაც ეხლა რონალდუს ამჯობინებენ ზოგიერთები სულ ჩაიგდებდნენ ენას. ნუ იმედია არავის ეპარება ეჭვი რო ესპანეთის ნაკრებში ადგილი ნამდვილად ექნებოდა განაღდებული. დაა, სამშობლო კარგია როცა იქ უყვარხარ, მაგრამ როცა მარტო შედეგს ელოდებიან შენგან იმის მაგივრად რო ფეხბურთის სილამაზით დატკბნენ გული უცრუვდება ადამიანს ყველაფერზე. გახსოვთ ერთ თამაშზე ლეოს ოჯახს რო მიუხტნენ ვითომ გულშემატკივრები, შედეგს არ დებსო, ან მოსკოვიდან ჩემპიონატიდან რო მიდიოდა და აეროპორტში რო უსტვინეს და ლანძღეს თავი არ დადეო მოედანზე. კიდევ ყოჩაღ რო არ მიაფურთხა და მართლა არ მიატოვა ის ნაკრები სადაც 11 კაცის საქმეს ერთ კაცს თხოვენ, თვითონ ფეხბურთის ბოსები კი ნაკრების მოსამსახურე პერსონალს ხელფასსაც არ უხდიან და მესის ყოველი ჩასვლა მათთვის ზეიმია ხოლმე, ხელფასებს რო ჯიბიდან უხდის.

    0
    გასულია

    6 - 9 სექტემბერი 2019 10:58

    ციტატა: Bulo
    Esaa dzmao ertguleba da qveynis siyvaruli amis zangi dedas sh....i, qartveli viyo da espanetshi vitamasho an nebismier sxva nakrebshi,romeli erti gaaketebt amas.

    Es arc espanetshi iqneba araperi da arc barsashi daimaxsovret chemi sityvebi.

    ზიდანი ალჟირელია მაგრამ საფრანგეთის სახელით თამაშობდა ეთამაშა მაშინ ალჟირის ნაკრებით.. რაშუაშია ეგ ანუ ზიდანმა ვერაფერს მიაღწია მაგით? მესიმ თუ არ დაიკიდა არგენტინა ხო დალეწა მსოფლიო რაა

    0
    გასულია

    5 - 9 სექტემბერი 2019 02:28

    იმედია ესპანეთში დარჩება

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 8 სექტემბერი 2019 23:03

    Esaa dzmao ertguleba da qveynis siyvaruli amis zangi dedas sh....i, qartveli viyo da espanetshi vitamasho an nebismier sxva nakrebshi,romeli erti gaaketebt amas.

    Es arc espanetshi iqneba araperi da arc barsashi daimaxsovret chemi sityvebi.

    5
    გასულია

    3 - 8 სექტემბერი 2019 22:42

    აი ბაღანე ან სუ აგვაშენებს, ან სუ დაგაქცევს blush

    4
    გასულია

    2 - 8 სექტემბერი 2019 22:35

    იმედია ესპანეთს აირჩევს. რა პორტუგალია

    1
    გასულია

    1 - 8 სექტემბერი 2019 21:52

    წარმატებები ანსუ

    9
    --------------------
    We 61D it !

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი