დე იონგის გოლი და ჰოლანდიის მოგება [VIDEO]

  • 7-09-2019, 15:38
  • დე იონგის გოლი და ჰოლანდიის მოგება [VIDEO]

    გუშინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები, გერმანია და ჰოლანდია დაუპირისპირდნენ.

    წინა ტურში, გერმანიას ჰოლანდიაში 3-2 ჰქონდა მოგებული და ამ შეხვედრის ფავორიტებადაც იოაჰიმ ლიოვის შეგირდები მიიჩნეოდნენ, რომლებმაც ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ მაინც წააგეს.

    მთელი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა "ბარსელონას" ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, რომელმაც 59-ე წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, თამაში 2-4 დასრულდა.

    რაც შეეხება "ბარსელონას" გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

    3 ტურში მოპოვებული 6 ქულით ჰოლანდია მე-3 ადგილზეა. მე-2 პოზიციას იკავებს გერმანია, რომელმაც 4 ტურში 9 ქულა მოაგროვა. 4 ტურში დაფიქსირებული ასპროცენტიანი შედეგით კი ლიდერი ჩრდილოეთ ირლანდიაა, მაგრამ ამ გუნდს ჯერ არც ჰოლანდიასთან უთამაშია და არც გერმანიასთან.

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 20:13

    ვინმემ მომწერეთ UFC რომელ სათზე იწყება.

    1
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 19:30

    მალე ბარსაშიც გაგეტანოს სადებიუტო გოლი ფრენკი

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 19:22

    უკლასნესი heart_eyes

    1
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 18:53

    Kumani daxatavda barcas es dzalad mwvtneli moashoron ivnisshi da liga chvenia ar mgoni Wels moigos barsa liga valverde gvyavs mwvtneli da ivashkacebs rames ar gauchirdeba

    1
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 17:07

    კუმანი მართლა დაგვხატავდა ან ტენ ჰააგი..
    თორე შემადგენლობა ისეთი გვყავს ლიგას უნდა ვიგებდეთ..მწვრთნელია ნაგავი

    7
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 17:05

    ნეიმარიო რო დაიტყავეს მუხლები ბართომეუმ და მისმა სტაფმა ბრაზილიელი კლოუნის ფალოსის ლოღნაში... მოიყვანე კუნანი და ათამაშე გუნდი წესიერი ფეხბურთით და ნახავ რო გეიზმანი მესი და სუარესი შწტევაში ისეთი ფუფუნებაა რო მარტო ვალვერდესნაირი დუყლუყი ვერ გამოიყენებდა...

    8
    --------------------
    We 61D it !
    გასულია
    vitorborbafereira გულშემატკივარი

    7 სექტემბერი 2019 17:02

    ვალვერდეს აყურებინონ ამ ბიჭის თამაში,

    ყველას კლავს თავის დამპალი ფეხბურთით

    4
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 17:00

    აუ კუმანი უნდა მოვიდეს უეჭველი.

    ფრენკი კი უმაგრესია

    2
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 16:41

    უყურებ კლოპს, კუმანს, გვარდიოლას და ხედავ პროფესიონალიზმს საკუთარ საქმეში და ეს "ლიშვილი კი ოსასუნასაც ვერ უგებს და წესიერი თამაში ვერ დაუყენა გუნდს

    10
    --------------------
    "საუკეთესო ფეხბურთელი შვილო არის ლეო მესი,ხოლო ყველაზე მაგრად ფეხბურთს რონალდინიო თამაშობდა"
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 16:03

    მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს ჰოლანდია,ვფიქრობ დაგვხატავდა კუმანი.

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied