ვიქტორი ფონტი: ნეიმარის საგა სასაცილოა

  • 7-09-2019, 13:10
  • ვიქტორი ფონტი: ნეიმარის საგა სასაცილოა

    "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა ნეიმარის საგა შეაფასა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იწერებოდა ბრაზილიელის "ბლაუგრანაში" დაბრუნების შესახებ, მეტიც კატალონიელთა ხელმძღვანელობა მზად იყო ნეიმარის მისაღებად ტრანსფერში პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელიც ჩაერთო, თუმცა, საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა.

    აღსანიშნავია, რომ ქომაგთა აზრი ორად იყოფოდა. ნაწილს სურდა ნეიმარის დაბრუნება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსს ერთიორად გაზრდიდა. ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა ბრაზილიელის დაბრუნებას. ფონტიც სწორედ ამ უკანასკნელთა რიგებს მიეკუთვნება.

    "ეს უკვე სასაცილოა. არ მესმის რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა ან რატომ. მე უკვე ვთქვი, რომ ნეიმარის დრო გარდასული ერაა. მისმა დაბრუნებამ კი შეიძლება ხელი მხოლოდ მოკლევადიან გამარჯვებას შეუწყოს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კლუბი გრძელვადიანი პროექტების ნაკლებობას განიცდის. ყოველთვის მოვთხოვ კლუბს გამჭვირვალობას. როგორია კლუბის რეალური ფინანსური დონე? რამდენია ვალი?"

    "ფეხბურთელების ხელფასების განუწყვეტელი ზრდა. მოდი, არც კი ვილაპარაკოთ "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციაზე, რადგან საკმარისი რესურსები ამისთვის არ არის. ნეიმარის საშუალებით გუნდის გაძლიერება - მომავალი სესხია, აზრი არ აქვს. ყველაზე საინტერესო კი ის ნაწილია, თუ როგორ დატოვა მან კლუბი 2017 წელს."

    "ამბავმა, რომ ლიონელ მესის საკუთარი მომავლის გადაწყვეტა თავად შეუძლია, ბევრი პანიკაში ჩააგდო. მესიზე, როგორც "ბარსელონას" წევრზე, ვღელავთ და გვაინტერესებს მისი მომავალი. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დავამატეთ ეს მუხლი, არის მესის შემდგომი თაობის ფორმირება. ყველაზე მეტად ახლა ის მაწუხებს, თუ როგორ უნდა გავხადოთ მესი "ბარსელონაში" ბედნიერი. მას საუკეთესო ფეხბურთელები სჭირდება გვერდით". - ციტირებს ფონტის სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    davidus2020 გულშემატკივარი

    7 სექტემბერი 2019 23:25

    ერთი რამე მაინტერესებს , რაც შეეხება ფინანსების გამჭირვალობას, გუნდს თითქმის 1 მილიარდი ბიუჯეტი აქვს, რატო აქვს ფინანსური პრობლემები , ესეიგი არასწორი ხარჯვა მიდის,ყოველ წელს პლიუსში ამთავრებენ,ნემოს ყიდვა მარკეტინგული სვლა უფრო იყო ვიდრე სპორტიული,ნემო ეჩალიჩებოდენ მისი სახელის უფლებების ნაწილობრივ გამოყენების ნებართვას,მაიკები ,რეკლამები,მაგთანხას 180 მილიონს ერთ წელში ამოიღებდენ, რავაც ეტყობათ ვერ შეთანხმდენ მამამისთან,ისე ბარსაში რო ყველაფერი რიგზე არა ყველამ იცის

    0
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 22:14

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: GiorgiM86
    ნეიმარში 180 მლნ-ს გადახდას, ჯობია დაამატონ 50-60 მლნ-ც და მბაპეზე იჩალიჩონ :) ძაან მარტივად :)

    მბაპე რეალის ფანია, ბარსაში არ მოვა.


    ზიდანი ისკო მოდრიჩი ;) რეალის ფანები იყვნენ ..

    ნეიმარი ეტოო .. რეალის ფანები იყვნენ )

    0
    --------------------
    We 61D it !
    გასულია
    MARI=BARCA-fan გულშემატკივარი

    7 სექტემბერი 2019 20:26

    ციტატა: GiorgiM86
    ნეიმარში 180 მლნ-ს გადახდას, ჯობია დაამატონ 50-60 მლნ-ც და მბაპეზე იჩალიჩონ :) ძაან მარტივად :)

    მბაპე რეალის ფანია, ბარსაში არ მოვა.

    0
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 16:44

    ნეიმარში 180 მლნ-ს გადახდას, ჯობია დაამატონ 50-60 მლნ-ც და მბაპეზე იჩალიჩონ :) ძაან მარტივად :)

    0
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 16:22

    გუნდის წარმატება არაა მხოლოდ ტიტულების ან ცალკეული ფეხბურთელის გოლების ან ჯილდოების რაოდენობა, არამედ ისიც თუ როგორ, რა ხერხებით ახერხებენ ფეხბურთელები ამის მიღწევას. ნეიმარი თავიდანვე ძალიან ბევრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. დისციპლინის საკითხში, პატივისცემის საკითხში ყოველთვის მოიკოჭლებდა, რაც მის ნიჭიერობას და ტალანტს ჩემთვის ჩრდილს აყენებდა. თუნდაც წასვლის გადაწყვეტილება როცა მიიღო, შეეძლო ეს უფრო სხვანაირად გამოეხატა და არა ვარჯიშებზე სემედუსთან შეხლა-შემოხლით. გარდა ამისა, მანამდე, ალბათ ყველას ახსოვს თუნდაც ოპონენტი გუნდის წევრების ან მათი გულშემატკივრების მიმართ ნეიმარის დამოკიდებულება. შესაბამისად თუ ჩვენი სლოგანია "მეტი, ვიდრე კლუბი", მაშინ ნეიმარისნაირი ფეხბურთელების დაბრუნებაზე აღარც უნდა ვიფიქროთ.

    5
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 15:48

    რატომ არის მესი საშინელი ლიდერი? - ეპიზოდი 2


    იტოკში ეს ჩაწერეთ ითუბიში , აქ ვერ ვლინკა რაღაც ცენზურა თუ რაღაც რამოსობა ამოაგდო.

    ყველას არ ჭირდება ეს ვიდეო მაგრამ ზოგს იქნებ ცოტათი გაეხსნას გონება.

    1
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 15:09

    კუმანი დროზე ბარსაში ! დროზეე !

    2
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 14:50

    დე იონგზე მართლა რამე დაწერეთ გუშინ რა კლასნი იყო..ნაკრებშიც რო ბრწყინავს..იმენა ტალანტია

    2
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 13:51

    წადი შენი ბართოზე უარესი ხარ,როგორ მოიგებთ ლიგას ვნახავ ერთი,მერე დაიწყებთ ნეიმარი გვჭირდებოდათო,ნეიმარის წასვლის მერე ვერაფერი მოგიგიათ და ვერც მოიგებთ,თქვენისთანა მართველობა სანამ იქნება

    4
    გასულია

    7 სექტემბერი 2019 13:43

    დე იკნგის წარმატებაზე დაწერეთ რამე ხალხო

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied