მარკუს მაკგინი ჰოლანდიაში მიდის

  • 2-09-2019, 00:23
  • მარკუს მაკგინი ჰოლანდიაში მიდის

    "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკუს მაკგინი ჰოლანდიის მეორე დივიზიონში ითამაშებს. მან კლუბი იჯარით დატოვა და "ტელსტარის" ფეხბურთელი რამდენიმე საათში ოფიციალურად გახდება.

    Sport-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მაკგინი ხორვატიაში იმყოფებოდა, რათა კოტრაქტი გაეფორმებინა სპლიტის "ჰაიდუკთან", თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ბოლო წუთს ჩაიშალა.

    ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი "ბარსელონა ბ"-ს 2018 წელს "არსენალიდან" შემოუერთდა. მან "მეთოფეთა" რიგებში ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, "ბლაუგრანას" პირველ კლუბში კი კატალონიის სუპერ თასის ფარგლებში ითამაშა.

    "ბარსელონაში" გატარებულ 18 თვეში მან 24 შეხვედრა ჩაატარა. გარსია პიმიენტას, მეორე გუნდის მწვრთნელს, საკმაოდ ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, ამიტომ ინგლისელი ჰოლანდიელთა შემთავაზებას დასთანმხდა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied