"ბარსელონას" ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის სხვა წევრებთან

  • 29-08-2019, 21:45
  • "ბარსელონას" ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის სხვა წევრებთან

    რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დასრულდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქეები გამოავლინა.

    გთავაზობთ კატალონიური გუნდის ურთიერთდაპირისპირების ისტორიას ჯგუფის სხვა წევრებთან (გათვალისწინებულია მხოლოდ ოფიციალური თამაშები).

    დორტმუნდი

    "ბარსელონა" და "დორტმუნდი" ერთანეთს აქამდე მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრიან. 1998 წელს, ევროპის სუპერ თასზე, ესპანეთში გამართული თამაში მასპინძლებმა ლუის ენრიკესა და რივალდოს გოლებით 2-0 მოიგეს, ხოლო გერმანიაში გუნდებმა 1-1 ითამაშეს. განმეორებით მატჩში სტუმართა მხრიდან გოლი ჯოვანიმ გაიტანა.

    ინტერი

    "ბარსელონა" და "ინტერი" ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვედრიან. 6 თამაში კატალონიელებმა მოიგეს, 2 მილანელებმა, ხოლო 4 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

    პირველი დაპირისპირება 1959 წელს შედგა. ბაზრობათა თასის (ახლანდელი ევროპის ლიგა) 1/8-ფინალში "ბარსამ" ორივე თამაში მოიგო - შინ 4-0 და სტუმრად 4-2.

    1970 წელს, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, უფრო ძლიერი უკვე "ინტერი" გამოდგა, რომელმაც ესპანეთში 2-1 მოიგო, ხოლო შინ 1-1 ითამაშა.

    მას შემდეგ, გუნდები ერთმანეთს სულ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებიან. პირველად ეს 2003 წელს, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მოხდა - "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა 3-0 მოიგეს, ხოლო "სან სიროზე" გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

    მომდევნო მატჩი 2009 წელს გაიმართა - ისევ ჯგუფური ეტაპი და უფრო ძლიერი ისევ "ბარსელონა" იყო. მილანში უგოლოდ თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 2-0 მოიგეს. გოლები პიკემ და პედრომ გაიტანეს.

    იმავე სეზონში, უკვე ლიგის 1/2-ფინალში, მილანში გამართულ პირველ მატჩში მასპინძლებმა 3-1 იმარჯვეს ("ბარსელონას" მხრიდან გოლი პედრომ გაიტანა). განმეორებით შეხვედრაში "ბარსამ" პიკეს გოლით 1-0 მოიგო, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

    2018 წელს, "ბარსელონა" და "ინტერი" ერთმანეთს ისევ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. "კამპ ნოუზე" გამართული თამაში კვლავ "ბარსამ" მოიგო, ანგარიშით 2-0. გოლები ალბამ და რაფინიამ გაიტანეს. მილანური შეხვედრა, რომელშიც გოლი მალკომმა გაიტანა, 1-1 დასრულდა.

    როგორც ხედავთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ინტერს" "ბარსელონასთან" მოგება არ აქვს. "კამპ ნოუზე" სამივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო "სან სიროზე" გუნდებმა 3 ფრე ითამაშეს. ამ 6 შეხვედრაში "ბარსელონამ" მხოლოდ 1 გოლი გაუაშვა.

    სლავია

    "ბარსელონა" და "სლავია", ოფიციალურ მატჩში, ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 აგვისტო 2019 17:04

    ჯგუფურ ეტაპზე თუ არ გვაქვს წაგება ნახევარფინალში ხო გაგვაგდო მოურინიოს გაწვრთნილმა ინტერმა. ნეტავ პირიქით იყოს ჯგუფურზე წავაგოთ და ნახევარფინალში მოვუგოთ.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    30 აგვისტო 2019 01:00

    დორტმუნდი მინდოდა რო მოხვედრილიყო ჩვენს ჯგუფში ძალიან მაინტერესებს ლეოს არ აქვს გატანილი დორტმუნდის წინააღმდეგ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Alien messi წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:22

    ძალიან მაგარი ლიგა გველოდება წელს უკვე ჯგუფიდანვე ტოპ იგრები გვაქვს მაგრამ მგონია რომ როგორც ხშირად ეხლაც მარტივად გავალთ ჯგუფიდან მაგრამ მერე ვალვერდეს ხელში იმედია იგივე არ დაგვემართება

    3
    გასულია
    frenkie dejong21 წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:11

    ნეიზე რა არის ახლა ხალხო დამაწყდა ნერვები :დდდდ

    4
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    29 აგვისტო 2019 22:08

    ,,ტრანსფერი გადაწყდა-უახლოეს საათებში ნეიმარი ბარსელონაში გადავა" - https://popsport.com/article/15124-transperebi-gadacqda-uakhloes-saatebshi-neimari-barselonashi-gadava

    1
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    გასულია
    Madrid 4 ever წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:08

    ინტერთან მაგარი საინტერესო იქნება მატჩები. ტაქტიკური დუელი წავა მწვრთნელებს შორის.

    0
    გასულია
    getsby Culé [?]

    29 აგვისტო 2019 22:06

    შეთანხმებას მიაღწიესო ზოგმა გაზეთმა დაწერა მაგრამ დემბელე არ ამბობს კიის არ უნდა პარიზში გადასვლაო და სავარაუდოდ დემბელე დარჩება და რაკიტიჩს გაუშვებენ იმედია ტოდიბოზე ჭორია მაგის გაშვება უდიდესი შეცდომა იქნება.

    1
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    29 აგვისტო 2019 22:03

    თქვენი აზრით ნეი თუ მოვა 4 ივეს სასტარტოში დააყენებს ვალვერდე? თითქმის არც ჩანს სხვა გზა მაგრამ რავიცი... ვალვერდე თუ 4-2-4 ით ითამაშებს სღ

    ნუ ნეი მოვა ალბათ და ბოლო 10 წლეულის საუკეთესო თავდასხმა გეყოლებათ, ზოგი წერს ისეთი შეტევა გვეყოლება მწვრთნელი და დანარჩენი გუნდი არცაა მნიშვნელოვანიო და ნუ ობიექტური ფანები კი იაზრებთ ალბათ რამხელა საფრთხეა... დღევანდელ ფეხბურთში 4-2-4 ით თამაში და თან+ ასეთი მწვრთნელი...

    რაცარუნდა იყოს უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ ამ სეზონში ბარსას თამაშებსაც...

    2
    გასულია
    Geo-fcb წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:01

    ციტატა: Magician
    ყველაზე მტკივნეულად 2009 წელი მახსენდება, როდესაც ახლოს ვიყავით ფინალთან და გვეკუთნოდა კიდეც, მაგრამ ...
    დიდი სიამოვნებით "ბარსელონას" შესრულებულ სპექტაკლს ვიხილავდი "ინტერთან" მატჩში.

    2010 იყო ეგ

    1
    გასულია
    frenkie dejong21 წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:00

    ადვილი გასეირნება არ იქნება

    0
    გასულია
    CHEPE24 წევრი [?]

    29 აგვისტო 2019 22:00

    6 ქულა მარტო სლავია პრაღაა👌😃 6 იც სახლში ამ ორთან და გასვლაზე თუ უნდათ ფრეებიც ითამაშონ 14 ქულით გავა მინიმუმ

    4
    გასულია
    Magician Culé [?]

    29 აგვისტო 2019 21:53

    ყველაზე მტკივნეულად 2009 წელი მახსენდება, როდესაც ახლოს ვიყავით ფინალთან და გვეკუთნოდა კიდეც, მაგრამ ...
    დიდი სიამოვნებით "ბარსელონას" შესრულებულ სპექტაკლს ვიხილავდი "ინტერთან" მატჩში.

    0
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    Messi, Iniesta ფანი [?]

    29 აგვისტო 2019 21:52

    კარგი სტატისტიკა გვაქვს გუნდებთამ და 1 ადგილით გავალთ ჯგუფიდან 99% ვიცი!

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied