"ბარსას" ღია ვარჯიში მინი ესტადიზე

"ბარსას" ღია ვარჯიში მინი ესტადიზე

  კატალონიის "ბარსელონამ" "დეპორტივოს" განადგურების შემდეგ, ასიამოვნა თავის ფანებს და ღია ვარჯიში ჩაატარა მინი ესტადიზე. ვარჯიშში მონაწილეობა გვარდიოლას 20 ფეხბურთელთან ერთად, "ბარსა ბ–ს" 8 ფეხბურთელმა მიიღო.    

გვარდიოლამ გადაწყვიტა თავისი ფეხბურთელები, "კამპ ნოუსთნ" ახლოს მდებარე მოედანზე, მინი ესტადიზე ევარჯიშებინა. ეს ვარჯიში ღია იყო ყველასათვის და ტრიბუნებზე უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ასევე ძალიან ბევრი ჟურნალისტი მივიდა. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ, "ბარსა ბ–ს" შემდეგი ფეხბურთელები: ტიაგო, მინო, არმანდო, პლანასი, რაფა ალკანტარა, ედუ ორიოლი, ბენია და ჯონათან სორიანო. იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც "დეპორტივოსთან" მატჩი სრულიად ითამაშეს, არ უვარჯიშიათ სრული დატვირთვით. გუნდმა გულშემატკივრის სიამოვნებისთვის ფეხბურთიც ითამაშა, სადაც თავი "ბარსას" ახალწვეულმა, იბრაჰიმ აფელაიმ გოლის გატანით გამოიჩინა. ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელები შეხვდნენ ფანებს და ავტოგრაფები დაარიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.