დი მარციო: "ბარსა" და პსჟ საბოლოოდ შეთანხმდნენ
Sky Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ, რამდენიმე წუთის წინ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
მისი მტკიცებით, "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენის" ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და კონტრაქტის გაფორმება უახლოეს საათებში მოხდება.
დი მარციო შეთანხმების დეტალებს არ ახმაურებს.
ცნობილია, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე დასასწრებად, საფრანგეთს ჟოზეპ მარია ბართომეუ ეწვია. Sport-ის ცნობით, პრეზიდენტი საფრანგეთში დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა იმისათვის, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკება პირადად ეწარმოებინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]