ლა ლიგის პრეზიდენტი: მესი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რონალდუ და ნეიმარი - არა

ლა ლიგის პრეზიდენტი: მესი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რონალდუ და ნეიმარი - არა

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, ნეიმარის ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"რა თქმა უნდა, ნეიმარის ლა ლიგაში დაბრუნება მინდა. მისი თვისებების გათვალისწინებით, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. თუ ის დაბრუნდება, ეს ლა ლიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, ეს, ჩვენთვის, გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს.

წელიწადში 10 თვის განმავლობაში ვთამაშობთ, 20 გუნდიდან ყველა ერთმანეთს ეთამაშება, გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს როგორც ესპანეთში, ასევე მთელს მსოფლიოში. ნეიმარის დონის ფეხბურთელი გულშემატკივრებს იმ ქვეყნიდან შეგვძენს, სადაც მას ბევრი ქომაგობს, მაგრამ ის ლა ლიგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტი არაა ისევე, როგორც არ იყო კრიშტიანუ რონალდუ.

ლა ლიგისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტი ლიონელ მესია, რადგან ის ამ ტურნირის მემკვიდრეობაა." - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ტებასს "რეალის" მიმართ სიმპათიები არასდროს დაუმალავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 აგვისტო 2019 15:52
    2
    ეეე არ იციიის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 აგვისტო 2019 14:48
    1
    ციტატა: ROUCH
    მაგრად არ მევშება ეს ტიპი

    ამ ტიპს უნდა, რო ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მესის სახელი დაერქვას.
    ფანი [?]
    #3 27 აგვისტო 2019 13:24
    2
    Es mesize sul kargs laparakobda.isic ki tqva,rom mesis saxelobis tasi unda gatamashdeso
    --------------------
    Argentina
    Culé [?]
    #2 27 აგვისტო 2019 13:12
    0
    აუ რა გამწარებულია რონალდუზე, არადა ადრე პირიქით იყო, უეჭველი რაღაც უთხრა წასვლის წინ:))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აგვისტო 2019 11:50
    4
    მაგრად არ მევშება ეს ტიპი