"ბარსელონამ" ლა ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 5:2 "ბეტისთან"

"ბარსელონამ" ლა ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 5:2 "ბეტისთან"

ესპანეთის ჩემპიონატის წარუმატებლად დაწყების შემდეგ, "ბარსელონამ" თამაში გამოასწორა და საკუთარ მოედანზე "რეალ ბეტისის" დიდი ანგარიშით დამარცხება შეძლო. 

მატჩის პირველი გოლი მე-15 წუთზე ნაბილ ფეკირმა შეაგდო. პირველ ტაიმში კატალონიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 41-ე წუთზე თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა. უპირატესობის ანგარიშში ასახვა "ბარსამ" მეორე ტაიმის პირველ ნახევარში მოახერხა, როცა გოლები გრიზმანმა, პერესმა და ჟორდი ალბამ გაიტანეს. 77-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა არტურო ვიდალმაც შეაგდო, რასაც პასუხად ლორენ მორონის ულამაზესი გოლი მოყვა - 5-2. 

შეხვედრაში 16 წლის ანსუ ფატის დებიუტიც შედგა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე გავიდა. 

მესამე ტურში, "ბარსელონა" სტუმრად "ოსასუნას" დაუპირისპირდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 26 აგვისტო 2019 13:11
    1
    და რატომ 16, ორ თვეში ხო ჩვიდმეტის ხდება, ანუ 2 თვე რო გაკლია არა ხარ 17 და 10 თვე რო გადგიცდა მაინც 16 ხარ?

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ბრავო გუნდს, შესანიშნავი მატჩი იყო. გრიზმანს ძალიან წაადგება ეს დუბლი, ის აღნიშვნაც განსხვავებული იყო, რომელიც, ალბათ, მართლა მოხვდება PES-ში და FIFA-ში smile ძალიან კარგი იყო კარლეს პერესიც, და მთლიანად გუნდი. კომბინაციებს ვათამაშებდით ხშირად. შესანიშნავი შეხვედრა იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ ლეოსა და სუარესის გარეშე ვიყავით. მესი "ოსასუნასთან" იქნება და სუარესი - არ ვიცი, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდეს. დღეს მომეწონა რაფინია. ვფიქრობ, არ უნდა გაყიდონ, მაინც ჩვენი აღრზდილია, საჭირო კაცი გუნდში და სათადარიგოზე იდელაურია. კარგია, რომ ვალვერდემ გამოიყვანა ანსუ ფატი და თუ დიდი ფეხბურთელი დადგა, ვიტყვით, რომ ლაივში ვნახეთ მისი დებიუტი. ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე. კარგია, რომ ერნესტომ დაიწყო ახალგაზრდებთან მუშაობა და აძლევს შანსს "ლა მასიელებს". ვალვერდეზე არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ამბივალენტური ვარ მის მიმართ. ვაკრიტიკებ დაცვითი ფეხბურთის გამო, მაგრამ დღეს (და სხვა მრავალ მატჩში) ასე არ უთამაშია. ასევე იმის გამო, რომ 4-4-2-ით (ტაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარდა კრუიფს) ათამაშებდა ხოლმე გუნდს და თან, ან 4 ნახევარმცველიდან ერთიც არ იყო შემტევი. ასევე იმის გამო, რომ ლიგა ვერ მოიგო, თუმცა ესენი შეიძლება გავუტაროთ, მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობ, რომ ორჯერ გაანიავა სამბურთიანი ჰანდიკაპი. თუ უნდა დარჩენა, წელს უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება დემბელეს, იმ ფანებს შორის არ ვიყავი, რომელსაც მისი იმედი არ აქვთ და გაშვება სურთ, მაგრამ ცოტათი აზრი შემეცვალა. მეგონა, რომ დისციპლინის საკითხი გამოასწირა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არაა. არ ემორჩილება კლუბს. ამას, ტრავმიანობას და დაგვიანებას ასევე დაემატა ისიც, რომ არაჯანსაღი საკვებითაც იკვებება. ადრე, კოუტინიოსა და მას შორის რომელი იყო გასაშვები, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. ჩემი აზრით, სანამ ფასი არ დაუვარდა, უნდა გაყიდონ ან ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ და მისი დრო მისცენ კარლეს პერესს.

    დე იონგი არ ჩანდა, მეტს ველოდები მისგან, ბილბაოსთან უკეთესი იყო.
    Karpin
    სტუმარი [?]
    #13 26 აგვისტო 2019 10:10
    1
    რეალურად,უსმანს ისეთი გამბედაობა ქონდეს როგორიც პერეს 45% მეტად პროდუქტიული იქნება მაგრამ ფიფას "Stats" ამბობს სიტყვას დემბელეს გადაწყვეტილების მიღებაში (36) 😍😎
    ფანი [?]
    #12 26 აგვისტო 2019 02:08
    6
    გილოცავთ მეგობრებო პირველ 3 ქულას! ასეთი მატჩებით გვეზეიმოს კიდე მრავალი 3 ქულა!❤❤❤
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #11 26 აგვისტო 2019 02:03
    4
    ასე რობერტო პირველად მომეწონა, მაგრად ითამაშა, კარგად თამაში თუ გააგრძელა ძირითადს აირტყამს. თან ვალოდიას ევასება ეგ როჟა.
    გვარდიოლა
    სტუმარი [?]
    #10 26 აგვისტო 2019 01:24
    5
    ციტატა: Andres_Iniesta
    სემედუც მომეწონა,
    დახვეწა ჭირდება.
    ნუ რაფინია ერთი უინტელექტო მშრომელი ფეხბურთელია,

    გრიზმანი კლასნია, პერესი და ფატი რაც შეიძლება მეტი დროით.

    რობერტო მაინც უნიჭოა 😂

    რატომ შეუკიკინეთ ბიჭო ამ რობერტოს რა გააკეთოს მეტი სულს და გულს დებს მოედანზე, რობერტო თუ უნიჭოა აბა სლემბელეში რა ნიჭს ხედავ კაცურად
    მწერალი [?]
    #9 26 აგვისტო 2019 01:22
    5
    ბრავო გუნდს, შესანიშნავი მატჩი იყო. გრიზმანს ძალიან წაადგება ეს დუბლი, ის აღნიშვნაც განსხვავებული იყო, რომელიც, ალბათ, მართლა მოხვდება PES-ში და FIFA-ში smile ძალიან კარგი იყო კარლეს პერესიც, და მთლიანად გუნდი. კომბინაციებს ვათამაშებდით ხშირად. შესანიშნავი შეხვედრა იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ ლეოსა და სუარესის გარეშე ვიყავით. მესი "ოსასუნასთან" იქნება და სუარესი - არ ვიცი, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდეს. დღეს მომეწონა რაფინია. ვფიქრობ, არ უნდა გაყიდონ, მაინც ჩვენი აღრზდილია, საჭირო კაცი გუნდში და სათადარიგოზე იდელაურია. კარგია, რომ ვალვერდემ გამოიყვანა ანსუ ფატი და თუ დიდი ფეხბურთელი დადგა, ვიტყვით, რომ ლაივში ვნახეთ მისი დებიუტი. ძალიან ცოტა დააკლდა გოლამდე. კარგია, რომ ერნესტომ დაიწყო ახალგაზრდებთან მუშაობა და აძლევს შანსს "ლა მასიელებს". ვალვერდეზე არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ამბივალენტური ვარ მის მიმართ. ვაკრიტიკებ დაცვითი ფეხბურთის გამო, მაგრამ დღეს (და სხვა მრავალ მატჩში) ასე არ უთამაშია. ასევე იმის გამო, რომ 4-4-2-ით (ტაქტიკა, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარდა კრუიფს) ათამაშებდა ხოლმე გუნდს და თან, ან 4 ნახევარმცველიდან ერთიც არ იყო შემტევი. ასევე იმის გამო, რომ ლიგა ვერ მოიგო, თუმცა ესენი შეიძლება გავუტაროთ, მაგრამ ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობ, რომ ორჯერ გაანიავა სამბურთიანი ჰანდიკაპი. თუ უნდა დარჩენა, წელს უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. რაც შეეხება დემბელეს, იმ ფანებს შორის არ ვიყავი, რომელსაც მისი იმედი არ აქვთ და გაშვება სურთ, მაგრამ ცოტათი აზრი შემეცვალა. მეგონა, რომ დისციპლინის საკითხი გამოასწირა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე არაა. არ ემორჩილება კლუბს. ამას, ტრავმიანობას და დაგვიანებას ასევე დაემატა ისიც, რომ არაჯანსაღი საკვებითაც იკვებება. ადრე, კოუტინიოსა და მას შორის რომელი იყო გასაშვები, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი. ჩემი აზრით, სანამ ფასი არ დაუვარდა, უნდა გაყიდონ ან ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ და მისი დრო მისცენ კარლეს პერესს.
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #8 26 აგვისტო 2019 01:19
    8
    დაცვის ცენტრი არასტაბილურია პიკეს და ლენგლეს ფორმაში შესვლა ჭირდებათ. ბუსკეცი მაგრად არის გაზარმაცებული და ნელ-ნელა უნდა გაუყვეს ტურეს გაკვალულ ბილიკს და დე იონგს დაუთმოს ადგილი(რომელიც ჩანს რომ საყრდენზე უკეთესია) . გრიზმანი თავისთავად კარგი იყო გოლების გარდა კომბინაციებშიც კარგად მონაწილეობდა. პერესისთვის დროა მისაცემი აშკარად მონდომებული და ნიჭიერია. გამოვიდა ბიჭი ჯიგრულად დალაგებულად ითამაშა და გოლიც შეაგდო.. 120 მილიონიან ფაფხურებს ნაღდად ჯობია. რატო ამას არ ქონდა ყოველ მეორე პასზე შეცდომა და როგორ ქონდა გააზრებული ქმედებები? იმიტორო ჭკვიანი ფეხბურთელია და მაინცდამაინც გვარდიოლა არ ჭირდება მწვრთნელად იმისთვის რო ორ მეტრში პასი გააკეთოს. საბოლოო ჯამში მესისთან ერთად ლიგის იმედი მექნება,მაგრამ შეგუებული ვიქნები რო ნებისმიერ დროს ნებისმიერმა შეიძლება გამოგვაგდოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 აგვისტო 2019 01:09
    6
    ესე გაგვერგრძელებინოს მოგებები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 26 აგვისტო 2019 01:08
    5
    2 გოლი 1 ასისტი თან რა გოლი )))) საგოლ ძმაო ბიჭებს ყველა მაგარი იყო )))
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #5 26 აგვისტო 2019 01:07
    4
    სემედუც მომეწონა,
    დახვეწა ჭირდება.
    ნუ რაფინია ერთი უინტელექტო მშრომელი ფეხბურთელია,

    გრიზმანი კლასნია, პერესი და ფატი რაც შეიძლება მეტი დროით.

    რობერტო მაინც უნიჭოა 😂
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2019 01:07
    8
    მაგარი თამაში იყო მე დიდი სიამოვნება მივიღე. რაფინია გრიზმანი ალბა პერეირა რობერტო და სემედუ დღეს ძან კარგები იყვნენ იმედია ასე გააგრძელებენ
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2019 01:01
    13
    პერესს დრო ჭირდება. იმ 16 წლის ბავშსაც.
    ina dadunashvili
    სტუმარი [?]
    #2 26 აგვისტო 2019 01:00
    5
    ციტატა: GioO_FCB
    პერესს მეტი დრო!

    გთანხმები ოსასუნასთან ლომი ბრუნდება ჰეტ ტრიკით??
    Culé [?]
    #1 26 აგვისტო 2019 00:58
    6
    პერესს მეტი დრო!