პიკეს მე-500 შეხვედრა "ბარსელონას" მაისურით

პიკეს მე-500 შეხვედრა "ბარსელონას" მაისურით

"ბეტისთან" ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრა "ბარსელონას" მცველისთვის მნიშველოვანია, რადგან იგი რიგით მე-500 კატალონიელთა მაისურით. ამ მაჩვენებლით პიკე მერვე ფეხბურთელია, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით ყველაზე მეტჯერ ითამაშა. "იუნაიტედიდან" დაბრუნების შემდეგ პიკე ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას და უკვე მეთორმეტე სეზონია "ბლაუგრანას" შეუცვლელი ფიგურაა.

2004 წელს ესპანელმა "ბარსელონა" დატოვა და ინგლისს მიაშურა, თუმცა პეპ გვარდლიოლამ 2008 წელს იგი მანჩესტერული კლუბიდან 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დააბრუნა. რაფა მარკესის ტრავმის გამო გვარდიოლა იძულებული იყო პუიოლისთვის პიკე შეეწყვილებინა. მას შემდეგ იგი სტაბილურად ასპარეზობს მაღალ დონეზე და ყოველთვის ძირითადის მოთამაშედ განიხილება.

32 წლის მცველი "ბარსელონას" სიმბოლოდაა ქცეული და კლუბისადმი ერთგულება არაერთხელ დაუმტკიცებია. მას ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 29 ტიტული აქვს მოპოვებული. პიკემ ვალვერდეს ხელმძღვანელობის ქვეშ გასულ სეზონში 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი მას ისევე ენდობა, როგორც წინაბორბედნი.

ჟერარ პიკეს რეალური შანსი აქვს ვიქტორ ვალდესს გადაასწროს ჩატარებული მატჩებით. ესპანელმა მეკარემ "ბარსას" მაისური ოფიციალურ შეხვედრებში 535-ჯერ მოირგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 აგვისტო 2019 01:08
    1
    გილოცავ შაკირიჩ იმედია კიდე ბევრ იგრას ჩაატარებ ბარსას მაისუღრით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 26 აგვისტო 2019 01:04
    0
    600 გოლამდე უნდა ახვიდე ჟერალდ