რობერტ მორენო "ბეტისთან" შეხვედრას დაესწრება

რობერტ მორენო "ბეტისთან" შეხვედრას დაესწრება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტ მორენო  "ბარსელონასა" და "ბეტისს" შორის გასამართ დაპირისპირებას თვალს "კამპ ნოუდან" მიადევნებს. აღსანიშნავია, რომ მორენო "სან მამესზეც" იმყოფებოდა და ლა ლიგის გახსნით მატჩს დაესწრო.

შეხვედრას რაფაელ პოლიც დაესწრება. ესპანეთის ნაკრებმა 30 აგვისტოს შემადგენლობა უნდა დაასახელოს. ვისაც სურს შემადგენლობაში მოხვდეს, ხვალ თავის გამოჩენის არაჩვეულბრივი შანსი ეძლევათ.

"ბარსელონადან" ბუსკეტსი, ალბა და სერჟი რობერტო განიხილებიან. მორენო ასევე დააკვირდება ბორხა იგლესიასსა და სერხიო კანალესს.

ესპანელთა თავკაცი "ლევანტე" - "ვილიარეალის" დაპირისპირებას დაესწრო, დღეს კი "ბერნაბეუდან" ადევნებს თვალს "რეალის" პირველ საშინაო შეხვედრას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.