იოჰან კრუიფის სტადიონის გახსნის თარიღი ოფიციალურად ცნობილია

იოჰან კრუიფის სტადიონის გახსნის თარიღი ოფიციალურად ცნობილია

ახლხანს ცნობილი გახდა, თუ როდის გაიხსნება ბარსელონაში იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი. "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ეს 27 ოქტომბერს, 21:30 საათზე (თბილისის დროით) მოხდება.

იოჰან კრუიფის სახელობის არენა "მინი ესტადის" ფუნქციებს შეითავსებს, მაგრამ ის არა "კამპ ნოუსთან" ახლოს, არამედ სტადიონიდან 8.5 კილომეტრის დაშორებით იქნება. "მინიესტადი" კი დაინგრევა და მის ადგილზე "ბარსას" დახურული არენა, "პალაუ ბლაუგრანა" გაფართოვდება.

კრუიფის სახელობის სტადიონზე თამაშებს "ბარსა ბ", 19-წლამდელთა გუნდი და ქალთა გუნდი ჩაატარებენ.

სტადიონის საზეიმო გახსნის ცერემონიის დეტალები (საათები მოცემულია თბილისის დროით):

  • 20:30 - გახნის ცერემონია სტადიონს გარეთ;
  • 21:30 - კარების გაღება;
  • 22:30 - გახსნის ცერემონია სტადიონზე;
  • 23:00 - ამხანაგური თამაში "ბარსელონასა" და "აიაქსის" 19-წლამდელ გუნდებს შორის;
  • 00:45 - დღის დახურვა.

"აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდთან თამაშის ბილეთების გაყიდვა 5 ოქტომბერს დაიწყო და ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ახალი სტადიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა იოჰან კრუიფის გიგანტური ნახატი იქნება. ნახატი, რომელიც დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი იქნება, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 აგვისტო 2019 21:36
    2
    აიაქსი ბარსას მეორე ლა მასიაა რააა
    --------------------
    Win lose or tie
    Hala Madrid till i die
    Culé [?]
    #1 21 აგვისტო 2019 20:12
    5
    კარგია ყოჩაღ კრუიფს დიდი პატივისცემა <3