კოუტინიოს წარუმატებლობის მიზეზები

  • 21-08-2019, 00:00
  • კოუტინიოს წარუმატებლობის მიზეზები

    რატომ ვერ შეძლო ბრაზილიელმა "ბარსელონაში" თავის დამკვიდრება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გამოცემა Sport შეეცადა.

    მარსელო ბიელსა საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებაა და სხვადასხვა კლუბები მას აზრსაც ეკითხებიან, სანამ ტრანსფერს განახორციელებენ. ერთხელ "ბირმინგემის" მწვრთნელი პეპ კლოტეტი მასთან რჩევისთვის მივიდა, ეყიდა თუ არა არგენტინელი მოთამაშე. ბიელსამ მას საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.

    "შენ შესაძლოა ნახე მისი ათასობით ვიდეო, გამოიკვლიე ტრავმები, მისი ისტორია პირადი ცხოვრება, სიღრმისეულად გააანალიზე მისი სტატისტიკა, ფაქტობრივად, შეგიძლია ყველაფერი იცოდე. თუმცა არის ერთი არაკონტროლირებადი ცვლადი: როგორ შეეგუება იგი ახალ გარემოს. შეუძლებელია იცოდე, ვინაიდან ეს ახალი რეალობაა. რაღაც ახალი, რომელსაც მის გადმოსვლამდე ვერ განსაზღვრავ."

    ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონური" კარიერა ბიელსას სიტყვების ცხადი დადასტურებაა.

    ერთსულოვანი აპლოდისმენტები

    იმ ინვესტიციის მიღმა, რომელიც კოუტინიოში ჩაიდო, ყველა თანხმდებოდა, რომ ბრაზილიელი კლუბისთვის შესაფერისი იყო. "ბარსელონამ" შეიძინა მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, კლოპის გუნდის ერთ-ერთი უცვლელი წევრი. კლოპმა, რომელიც გრძნობდა თითოეული მოთამაშის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, კოუტინიოს უთხრა: "დარჩი და ჩვენ ერთად დავასრულებთ შენი საპატივცემულო ქანდაკების მშენებლობას. წახვალ სხვა კლუბში და შენ აღარ იქნები განსხვავებული. აქ შენ შეგიძლია განსხვავებული იყო."

    არაჩვეულებრივი დასაწყისი

    კოუტინიო კლუბში იანვარში გადმოვიდა. ვინაიდან იგი უკვე "ლივერპულის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, "ბარსას" შემადგენლობაში ამ ტურნირზე თამაში არ შეეძლო. ბრაზილიელის პირველი მატჩები შეგვიძლია დავასათაუროთ ფლორენტინო პერესის სიტყვების პერეფრაზით "დაბადებულია "ბარსაში" სათამაშოდ". ის კომფორტულად გრძნობდა თავს ახალ გარემოში, თავის პოზიციაზე. მან დაიწყო გოლების გატანა და ასისტების გაკეთება. 8 გოლი ლა ლიგაში, 2 კოპა დელ რეიზე (ნახევარფინალსა და ფინალში) 5 საგოლე გადაცემა პრიმერაში და ერთიც თასზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში. თუმცა, რაღაც შეიცვალა...

    განსხვავებული გეგმები

    სპორტულმა მენეჯმენტმა "ბარსელონაში" გადმოსვლისას კოუტინიოს აუხსნა, რომ ინიესტას პოზიციაზე ითამაშებდა. ამიტომ მას არ უნდა ეცადა ყოფილიყო ნეიმარი და ეთამაშა ფლანგზე. მისი პირველი თამაშიდან სწორედ ეს გამოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს სხვა გეგმა ჰქონდა. მან კოუტინიო ფლანგზე დააბრუნა. ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგაც ბრაზილიელმა თავისი პოზიცია და ბუნებრივი როლი ვერ იპოვა. კოუტინიო მოიდანს დაშორდა, დაკარგა საკუთარი თავის რწმენა.

    სიმკტიცის ნაკლებობა

    როდესაც მოედანზე ყველაფერი რიგზე არ არის, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურს და შენში 160 მილიონი გადაიხადეს, აჯანყების გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება. როდესაც ვინმე კმაყოფილი არ არის მიცემული დავალებით, ყველა ჩივილს იწყებს, თუმცა კოუტინიოს ეს არასდროს გაუკეთებია. ზედმეტი თავმდაბლობით, მას არასდროს მოუთხოვია ის, რაც რეალურად ეკუთვნოდა. მესიმ და სუარესმა სიყვარულით მიიღეს, მაგრამ არა ყველამ. ზოგმა თანაგუნდელმა დამცინავად უთხრა მეტი ევარჯიშა დარბაზში - ასეთი უხეშობა შესაბამის პასუხს იმსახურებდა, ბრაზილიელი კი ასეთი არ არის. როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის, საკუთარ თავში უნდა იპოვო ძალა და უკეთესობისკენ შეცვალო. თუმცა, კოუტინიო მებრძოლი სულის პატრონი არ გამოდგა.

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    15 - 21 აგვისტო 2019 14:02

    ციტატა: Andres_Iniesta
    ციტატა: lesane C
    და მაინც არ გააჯმევინეს ერნესტას+ დღემდე ვერ ვხვდები როგორ გააჩერეს რომის და ლივერპულის მერე

    კოპას ფინალის?

    ხო+ ეგ კიდე, რავი რა მართლა რაღაცას ჩალიჩობენ ეტყობა ერნესტა და ბართუშა

    1
    გასულია

    14 - 21 აგვისტო 2019 12:32

    Erti sezoni vigaca ragacas gaifafxirebs da 150 millionze naklebi agar girs ukve :D

    2
    გასულია

    13 - 21 აგვისტო 2019 12:09

    მენტალურად ძალიან სუსტი ბიჭია ზოგადად, ეგ ერთი, მეორე კიდე და მთავარი მწვრთნელია რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება გქონდეს კოუს ნიჭი და უნარები და ვერ გამოიყენო, უფრო რთულია ესეთ იგროკში ჩაახშო ნიჭი ვიდრე პირიქით. გვარდიოლასთვის რო დაგევალებინა სპეიალურად გააფუჭეო მაინც ვერ უზამდა იმდენს რამდენიც ვალვერდემ უქნა. არანაირი მხარდაჭერა მწვრთნელისგან, არანაირი პოზიციური ცვლილება როცა ნახა რო იქ ვერ თამაშობდა სადაც აყენებდა, ბოლოს გუნდისგანაც აღარ მოდიოდა მხარდაჭერა მე ესე ვხედავდი, მოკლედ ყველანაირად ცუდი პერიოდი დაემთხვა ამ საცოდავს, ლუჩოს დროს იფრენდა, პეპის დროზე რო აღარაფერი ვთქვათ. ლუჩო არ იყო ტოპ კლასი და ბევრ ხისთავიან გადაწყვეტილებას იღებდა ხშირად მარა როცა ხედავდა ვინმე ვერ იხოდებოდა ეგრევე ეხმარებოდა. თან სად ლუჩოს ავტორიტეტი და სად ამის, ვინაა ალბათ ბილბაოს ფეხბურთელების გარდა არავინ იცის. მოკლედ შავად შევა ეს წლები ბარსას ისტორიაში, 400 მილიონი გადავიხადეთ 3 კაცში და ჩემი ფეხები. გვარდიოლას მაგდენი 3 წლის განმავლობაში რო დაეხარჯა იდეალურზე იდეალური გუნდი გვეყოლებოდა. ბედი გინდა რა, 100 მწვრთნელიდან 1 ია მარტო ისეთი ვინც შეიძლება კოუუტინიო გააფუჭოს და ზუსტად ის ერთი შეხვდა თან სად, ბარსას მწვრთნელად. და კიდე მოგვიწევს მინიმუმ 1 წლით ატანა. მეტიც არ გაგვიკვირდეს, ბარსას ფილოსოფიის ნგრევას იდეალურად უძღვება და რატო მოხსნის ბართომეუ როცა გუნდის N1 მტერია?

    3
    გასულია

    12 - 21 აგვისტო 2019 11:53

    ლუის ენრიკეს იუვენტუსტან წაგებული მეოთხედ ფინალი არ აპატიეს ისე მოხსნეს და ვალოდიას რომასთან და ლივერპოლთან გამოვარდნას პატიობენ ვაფშე ვალვერდედან დაწყებული და ბართომეუთი დამტავრებული უნდა გააჯმევინო კლუბიდან ვაფშე მარტო კლალიკო არარის მთავარი

    2
    გასულია

    11 - 21 აგვისტო 2019 09:52

    უმოტივაციო უვიცი მწვრთნელი რაში უნდა გამოგვადგეს მართლა მტერია გუნდის და აზრზე არარი მარათვის ბართომეო/

    6
    გასულია

    10 - 21 აგვისტო 2019 09:50

    ციტატა: lesane C
    და მაინც არ გააჯმევინეს ერნესტას+ დღემდე ვერ ვხვდები როგორ გააჩერეს რომის და ლივერპულის მერე

    კოპას ფინალის?

    5
    გასულია

    9 - 21 აგვისტო 2019 09:23

    ხალიფა 50 მილიონს ითხოვს არენდაში.სულ გაგიჟდა

    3
    გასულია

    8 - 21 აგვისტო 2019 08:57

    და მაინც არ გააჯმევინეს ერნესტას+ დღემდე ვერ ვხვდები როგორ გააჩერეს რომის და ლივერპულის მერე

    4
    გასულია

    7 - 21 აგვისტო 2019 03:39

    როგორ მოკლეს კოუტინიო ამ სვარკა მწვრელმა და უნიათო ხელმძღვანელობამ :(((

    14
    გასულია

    6 - 21 აგვისტო 2019 02:32

    @EsportsRAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელის გასაოფიციალურებლად სამზადისი უკვე დაიწყო. ყოფილი ფეხბურთელის წარსადგენად ვიდეო რგოლიც მზად არის. ამასთან, კლუბმა NIKE-ს სპეციალური ფორმა დაუკვეთა.

    3
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    5 - 21 აგვისტო 2019 02:12

    ციტატა: Blueredheart
    იწერება ბარსამ იყიდა ნეი და nikes დამატებითი ფორმები შეუკვეთაო ეს უკვე მომწონს


    სად იწერება

    4
    გასულია

    4 - 21 აგვისტო 2019 02:05

    იწერება ბარსამ იყიდა ნეი და nikes დამატებითი ფორმები შეუკვეთაო ეს უკვე მომწონს

    5
    გასულია

    3 - 21 აგვისტო 2019 01:51

    მგონი ნეი ვითრიეთ

    2
    გასულია

    2 - 21 აგვისტო 2019 01:41

    ციტატა: barcelona87
    დღეს უკვე ანუ 21 აგვისტოს რობერტ ლევანდოსვკის დაბ.დღეა.იგი 30 წლის გახდა.

    My Webpage

    2
    გასულია

    1 - 21 აგვისტო 2019 01:10

    დღეს უკვე ანუ 21 აგვისტოს რობერტ ლევანდოსვკის დაბ.დღეა.იგი 30 წლის გახდა.

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი