მესის "ბეტისთან" თამაში საეჭვოა
ლიონელ მესის ლა ლიგის მე-2 ტურში, "ბეტისთან" თამაში ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რაც "ბარსელონას" სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
მესიმ ტრავმა დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო, რის გამოც მან ამერიკული ტურნე და ლა ლიგის პირველ ტურში "ბილბაოსთან" მატჩი (0-1) გამოტოვა.
ივარაუდებოდა, რომ არგენტინელი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს დაუბრუნდებოდა და კვირას გასამართი მატჩისთვის მზადებას დაიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
AS-ის ცნობით, თუ ლეო გუნდთან ერთად არც ხვალ გამოჩნდა, "ბეტისთან" მატჩში მას სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ მესის გარდა ტრავმირებულები არიან ლუის სუარესი და უსმან დემბელეც. თუ მესიმ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ვალვერდეს მოუწევს, ანტუან გრიზმანთან ერთად, შეტევაში რაფინია ალკანტარა და სერჟი რობერტო ან კარლეს პერესი დააყენოს, ანაც ტაქტიკა შეცვალოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]