პირველად 15 წლის შემდეგ...

პირველად 15 წლის შემდეგ...

ესპანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების გათამაშების პირველი ტურის შემდეგ შექმნილია სიტუაცია, როგორიც ბოლო 15 წლის წინ დაფიქსირდა.

პრიმერას პირველ ტურში "ბარსელონამ" წააგო, ტიტულისთვის მებრძოლმა დანარჩენმა გუნდებმა, მადრიდის "ატლეტიკომ" და "რეალმა" კი მოიგეს. შედეგად, ორივე მადრიდული გუნდი ცხრილში "ბარსელონაზე" 3 ქულითაა წინა.

ასეთი რამ ბოლო 2003/04 წლების სეზონის 21-ე ტურის შემდეგ იყო მომხდარი, როდესაც "რეალი" გათამაშებას 46 ქულით ლიდერობდა, "ატლეტიკო" 35 ქულით მე-4 პოზიციაზე იყო, ხოლო "ბარსელონა" 31 ქულით მე-7 პოზიციას იკავებდა.

ლა ლიგის გათამაშების დასრულებამდე 17 ტურით ადრე "რეალთან" 15-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "ბარსელონამ" ტურნირი მაინც მადრიდელებზე წინ დაასრულა. კატალონიელები, "ვალენსიას" შემდეგ, მე-2 ადგილზე გავიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აგვისტო 2019 17:05
    1
    რეებს წერთ? ერთი თამაში ერთი გაშვებული გოლი. რათ უნდა ამას დიდი გამოკვლევები, შევხვდებით რეალს და ატლეტიკოსაც და ყველაფერი დაუბრუნდება ნორმას.