"სანტოსის" ყოფილი შეფი: ნეიმარი მესის და რონალდუს დონეზე ითამაშებს

"სანტოსის" ყოფილი შეფი: ნეიმარი მესის და რონალდუს დონეზე ითამაშებს

თუ მარსელო ტეიშეირა არ გეცნობათ - ეს ის ადამიანია, რომელმაც 2006 წელს ნეიმარის მადრიდის "რეალში" ტრანსფერი შეაჩერა, მის "ბარსელონაში" გადასვლამდე კი "სანტოსს" ხელმძღვანელობდა. 

ბრაზილიელი სპეციალისტი თავის თანამემამულეს ურჩევს, სატრანსფერო საგის მიუხედავად კონცენტრირება თამაშზე მოახდინოს და მომავალში ის ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს გვერდით აღმოჩნდება. 

"როგორც მე ვამბობ, ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუ მის თვისებებს გავითვალისწინებთ, მას მესის და რონალდუსთვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. 

რომელ გუნდშიც არ უნდა გადავიდეს ნეიმარი, ის აუცილებლად ძალიან გაძლიერდება. 

ნამდვილად არ ვიცი, სად აღმოჩნდება ის მომდევნო სეზონში. 

ვიცი, რომ მისი წარმომადგენლები კარგ რჩევებს ისედაც აძლევენ, მაგრამ მაინც ვეტყვი რომ კონცენტრირება ფეხბურთის თამაშზე და იმ უნიკალური შესაძლებლობების დემონსტრირებაზე მოახდინოს, რომელიც უდიდესი ნიჭის და დიდი შრომის შედეგია". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 19 აგვისტო 2019 22:26
    2
    ახლა დაიდო რომ ნეიმარს იჯარით წამოიყვანენ, სავარაუდოდ 100 მილიონს წელსვე გადაიხდიან, იჯარა იჯარად დარჩება და დანარჩენ ტანხას მერე გადაიხდიან . მთლიანობაში ნეიმარი თავისი იჯარიანად მინიმუმ 250 მილიონი დაჯდება ალბათ