RAC1: "ბარსელონა" ნეიმარის იჯარით აყვანას შეეცდება

RAC1: "ბარსელონა" ნეიმარის იჯარით აყვანას შეეცდება

"ბარსელონა" შეეცდება "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი იჯარით აიყვანოს, იტყობინება RAC1.

წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ პსჟ-ს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს, ამიტომ შესაძლოა, ნეიმარი "ბარსელონას" ფეხბურთელი ამ კვირაში გახდეს.

კატალონიური გამოცემა იტყობინება, რომ "ბლაუგრანა" ბრაზილიელ ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და შემდეგ წელს გამოისყიდის. თუმცა, "ბარსელონა" პსჟ-ს თანხის ნაწილს წელსვე გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ Goal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის იჯარას დასთანხმდება, თუ "ბარსელონა" შემდეგ წელს 220-250 მილიონ ევროს გადაიხდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 19 აგვისტო 2019 22:06
    1
    ვინც მაგდენი გადაიხადოს იმის.. მაინც არ მჯერა არ მგონია ესეთი ქლიბებიც რომ იყვნენ, ნეიმარა თუ უნდა რო სწორად მოიქცეა უნდა დარჩეს სადაცაა იქ და ერთი ადგილი არ ათამაშოს.