ბუსკეტსი ვალვერდეს საკვანძო ფეხბურთელად რჩება

  • 19-08-2019, 20:43
  • ბუსკეტსი ვალვერდეს საკვანძო ფეხბურთელად რჩება

    Marca-ს აზრით, სერჟიო ბუსკეტსი ვალვერდესთვის კვალავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. სწორედ ესპანელის როლზეა საუბარი ესპანური გამოცემის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

    ლა ლიგის პირველ მატჩში "ატლეტიკის" წინააღმდეგ მთავარი მოულოდნელობა სერჟიო ბუსკეტსის სათადარიგოთა სკამზე ხილვა იყო. კლუბი დამარცხდა და შეიძლება ითქვას ესპანელის არყოფნამ ამაში თავისი წვლილი შეიტანა.

    შეხვედრისთვის ვალვერდემ უფრო ახალგაზრდა და დინამიკური ფრენკ დე იონგი აარჩია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუსკეტსი საჭირო არ არის. წლების განმავლობაში "ბარსელონა" ცდილობს შეამციროს ბუსკეტსის გავლენა და როლი. ალექს სონგმა ვერ გაამართლა. სერჟი რობერტომ და რაფინიამაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. უდავოა, რომ ბუსკეტსის გარეშე "ბარსელონა" ისეთი ეფექტური არ არის, როგორც მასთან ერთად.

    დე იონგის მოსვლამ ვითარება შეცვალა. ჰოლანდიელი ძალიან ნიჭიერია და არაჩვეულებრივ უნარებსაც ფლობს.ეს ფაქტორი, მაღალ სატრანსფერო ფასთან ერთად, დე იონგს გარანტირებულ სათამაშო დროს აძლევს.

    ნახევარდაცვის ტრიო - დე იონგი, ალენია და სერჟი რობერტო "სან მამესზე" ჩაფლავდა. თუმცა ეს მათი პირველი ოფიციალური მატჩი იყო. ბუსკეტსს კი შესაძლებლობა ექნება ახალგაზრდებს დაეხმაროს და ვალვერდეც ხშირად გამოიყენებს მას. ესპანელს კი იმხელა დატვირთვა არ ექნება, როგორიც აქამდე ჰქონდა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    juskanta1995 წევრი [?]

    19 აგვისტო 2019 23:08

    ხალხო ვალვერდე მოაშორეთ ბარსადან ბუსი რაკიტიჩი დეიონგი სამივე ერთად იდეალურია ალენია რატო უნდა დააყენო ზირიტადში ვერვხვდები.როცა ესეთი სამეული გყავს.დეიონგი მარცხნივ მშვენიერია შეუზლია და დააყენე რა ბუსკეცი თავის ადგილას.ვალვერდე ჩაგვიშხამებს წელს სეზონს რაგაც დეჯავიუ მაქ მანამდე არგააგდებენ მაგ კაცს.ამას ბარსელონა საცდელი ზაზუნა გონია და მომინდომა რაგაც ბიოლოგიური ექსპერიმენტები

    1
    გასულია
    MisterD გულშემატკივარი [?]

    19 აგვისტო 2019 21:25

    არ დააფასებ, არ დაგაფასებს:
    კოუტინიო

    "ბარსელონაში" ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა", - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს A Bola.

    "ახლა მიუნხენში ვარ და მინდა აქ მრავალი წელიწადი დავრჩე. ამბიციური მიზნები მაქვს".

    "ეს ახალი გამოწვევაა და მსურს ახალ თანაგუნდელებთან ერთად ბევრს მივაღწიო", - დასძინა ფილიპემ

    1
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    გასულია
    bua12 წევრი [?]

    19 აგვისტო 2019 21:13

    აასხას ვალვერდემ და ყველაფერი დალაგდება. მომინდომა ამ პიტალომ ბილბაოსთან ექსპერიმენტები.

    2
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    19 აგვისტო 2019 21:10

    ბუსკეცის გარეშე წელს თამაში არ გამოვა.ბუსკე-დეიონგი-მელო. ესენი უნდა ათამაშოს.არანაირი რაკიტიჩი. ალკანტარა მონდომებულია. თუ ესე გააგრძელა ზამენისთვის კაი იქნება

    5
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    19 აგვისტო 2019 20:56

    Buske de jong arthur

    6
    --------------------
    5:0
    Messi 600

    პარტნიორები

    Flashscore.ge