"ბარსელონა" გასავარდნ ზონასთან ახლოსაა

  • 19-08-2019, 11:41
  • "ბარსელონა" გასავარდნ ზონასთან ახლოსაა

    ლა ლიგის პირველი ტური დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს, "ბარსელონას" "ბილბაოსთან" ნაჩვენები ცუდი შედეგის (0-1) შესაფერისი პოზიცია უკავია - მე-15 ადგილი. 

    გახსნით მატჩში საუკეთესო შედეგი მადრიდის "რეალმა" აჩვენა, რომელმაც ვიგოს "სელტა" სტუმრად 3-1 დაამარცხა. 

    თავისი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა კიდევ ერთმა ფავორიტმა "ატლეტიკომაც". დიეგო სიმეონემ "ხეტაფეს" ალვარო მორატას მიერ პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. 

    ლა ლიგაში დაწინაურებულმა "მალიორკამ" ტურნირი წარმატებით დაიწყო და საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 2-1 დაამარცხა, ასევე მოიგო "ოსასუნამ" - 1-0 "ლეგანესთან", "გრანადამ" კი "ვილიარეალთან" დრამატულ მატჩში, რომელიც 4-4 დასრულდა, ქულა აიღო. 

    "ესპანიოლის" და "სევილიას" დაპირისპირება 0-2 დასრულდა, "ბეტისმა" კი საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდთან" 1-2 წააგო. გამარჯვება მოიპოვა "ალავესმაც", რომელმაც სახლში "ლევანტე" 1-0 დაამარცხა, ხოლო "ვალენსიას" და "რეალ სოსიედადის" მატჩი 1-1 დასრულდა. 

    ამ თამაშებში დუბლის შესრულება ვერავინ მოახერხა და შესაბამისად, ბომბარდირთა დავას ერთბაშად 15 ფეხბურთელი ლიდერობს. 

    ლა ლიგის მეორე ტური 23 აგვისტოს დაიწყება, "ბარსელონა" კი თავის მატჩს 25 აგვისტოს გამართავს - ერნესტო ვალვერდეს გუნდი "რეალ ბეტისს" უმასპინძლებს. 


    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 19 აგვისტო 2019 12:44

    ასეთ სისულელე ნიუსს, სულ არ დაწეროთ რა კაცურად

    20
    გასულია

    5 - 19 აგვისტო 2019 12:15

    Imedia meore shexvedraze gamoasworeben am xarvezebs centrshi ashkara ro buskeci rakitichis gareshe verafers vshvebit aserom buskeci rakitichi arturit unda daviwyot da tu sachiroeba moitxovs skamidan de iongi da roberto dagvexmarebian aserom exla eqsperimentebis dro araris es matchi tu chavagdet reali 6 qulit gagvaswrebs darwmunebuli varr... es grizmani kide ra dauni tipia ver ugebs barsas temps da dinamikas drmbeleze agarafers vambobb sashinelebaa rato gadaixades mag glap chamouyalibebel bichshi 105 milioni ver vwvdebi mag azrs dgemde.! Satransfero politikas cudat awarmoeben da amas ukve yvela xvteba bolo wlebshi rebi aketes saertot dembele da grizmani ar unda moeyvanat an malcomi ratundodat ver chavwvdi mag azrs rac shexeba coutinihos yvelaze karg shenadzenat mimachnia romelic daunma valverfem ver gamoiyena da adgili ver upova aba yofiliyo klopis gvardiolas an anchelotis xelshi tuar atamashteboda nervebi meshleba coutinhos ro baiernshi ushveben da dembeles itoveben texavss coutinihos gashveba im shemtxvevashi sheidzleboda tu neimari movidoda ki iwereba neimarze magram aramgonia magdeni imosgos bartromeum ro wels neimaris transferic dados aserom uvargisi mwvrtneli gvyavs uvargis xelmzgvanelobastan ertat sanam messi gvyavs ki vekachavebit yvelas mara ro wava dembeles imedze dagvtoveben da mad damtavrdeba yvelaferi tu droze ar movlen gonze da axalgazrdebze ar gaketeben aqcents rogorc reali aketebs bolo wlebia chvenc mag politikas unda mivawvet da skolis agzrdilebsac meti shansi unda miecet ro tavianti potenciali dagvanaxon.!!!

    2
    გასულია

    4 - 19 აგვისტო 2019 12:15

    ციტატა: antoine griezmann
    პრობლემა ყველამ ვიცით რაშია,

    პრობლემა რაში არის არავინ იცითო არ გეუბნებით. უბრალოდ გეუნბნებოთ რომ ნეიმარის მოსვლით პრობლემა ვერ მოგვარდება, იმდეია მოიყვანენ ნეიმარს და ყველა ვნახავთ ვინ იქნება მართალი. აი ეხლა ყველეაზე მეტად მე მინდა ნეიმარის მოსვლა, აი მანდ გამოჩნდება ყველაფერი.

    0
    გასულია

    3 - 19 აგვისტო 2019 12:11

    rivaldo 10

    პრობლემა ყველამ ვიცით რაშია, მაგრამ არ უშვებენ ამ ვალვერდეს და რა ვქნათ კაცო? ამ ფაფხურა დემბელეს არ აქვს არაფრის უკანალი და ნეიმართან ერთად მაინც უფრო ძლიერი იქნება გუნდი. შარშან რო გვყოლოდა ნეიმარი შეიძლება ლიგად დაგვედო, მესი ჩაკეტეს და ვსიო.

    6
    გასულია

    2 - 19 აგვისტო 2019 12:07

    რა პანიკაში ხართ გასავრდ ზონაშია ისე წერთ გეგონება ბოლოს წინა ტური იყოს :))

    17
    გასულია

    1 - 19 აგვისტო 2019 11:44

    არა რა აუცილებლად მოსაყვანია ნეიმარი. დემბელეს იმედად ვერ ვიქნებით. და არც გრიზმანი სუარესი მესის ტრიო გაამართლებს მარცხენა ვინგერი გვინდა ისეთი ვინც კაცის მოტყუებაზე წავა ხოლმე და არა დემბელეს ნაირი რომელიც 10 მცდელობიდან 2 დრიბლინგს ან აკეთებს ან ვერა

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი