Sport: არტურო ვიდალი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

  • 19-08-2019, 11:35
  • Sport: არტურო ვიდალი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

    "ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება Sport.

    წყაროს ცნობით, ვიდალი "ბარსელონაში" ბედნიერია და ის ერნესტო ვალვერდესაც მოსწონს, ამიტომ არტურო კლუბის დატოვებას არ აპირებს.

    მას შემდეგ რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მზად იყო ვიდალი 20 მილიონ ევროდ გაეყიდა, არტუროს აგენტს "ინტერის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, თუმცა ჩილელმა ნახევარმცველმა იტალიაში გადაბარგებაზე უარი თქვა და აგენტს შეატყობინა, რომ სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები არ განიხილოს.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 19 აგვისტო 2019 13:02

    ეს კაცი არც არის გასაშვები უნდა წავიდეს ალენია რაკიტიჩი რაფინია დემბელე და მოვიდეს ნეიმარი მორჩა ბაზარი 👌

    2
    გასულია

    1 - 19 აგვისტო 2019 11:46

    არ უნდა გავყიდოთ არანაირად ეს. გამოგვადგება. ალენია რობერტო გინდ გყოლია გუნდში გინდ არა

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი