ვალდესმა თავისი გუნდი ტურნირიდან მოხსნა

  • 18-08-2019, 23:35
  • ვალდესმა თავისი გუნდი ტურნირიდან მოხსნა

    ვიქტორ ვალდესი რამდენიმე კვირაა, რაც "ბარსას" "იუვენილ A" გუნდის მწვრთნელია და ჯერჯერობით, გუნდს საკმაოდ კარგად უძღვება. 

    ახლახანს კატალონიელები საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე - ოტენის თასზე გამოვიდნენ, სადაც ნახევარფინალში დამარცხდნენ და "ევერტონთან" მესამე ადგილისთვის მატჩი უნდა ეთამაშათ, თუმცა ვალდესმა გუნდის გათამაშებიდან მოხსნა გადაწყვიტა. 

    "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ გადაწყვეტილება განმარტა. 

    "ეს პირადად გადავწყვიტე. თამაშებს შორის ნორმალური შესვენებაც კი არ არის - ამ ასაკის ფეხბურთელებისთვის არანორმალური დატვირთვაა. 

    მე მოთამაშეების ჯანმრთელობაზე ვზრუნავ და ტურნირის ორგანიზებით უკმაყოფილო ვარ. 

    ასეთ სიტუაციებში ტრავმების რისკი დიდია, შეიძლება მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნათ, მე კი ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ". 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    18 აგვისტო 2019 23:41

    ვალდესსს წარმატებები! იმედია მთავარ გუნდში შენ და ჩავი იქნებით ერთად :)

    გუარდიოლას დრიმტიმის გამოცდილება , ჩავის ინტელექტი ვალდესის ქარიზმა... ამ ორისგან წესით კარგი დუეტი უნდა დაგდეს :)

    45
    --------------------
    We 61D it !

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied