"ბარსელონას" სამეფო ტახტი

  • 16-08-2019, 21:32
  • "ბარსელონას" სამეფო ტახტი

    ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ოფიციალურად "ბარსელონასა" და "ატლეტიკს" შორის დაპირისპირებით გაიხსნება. კატალონიელები შეეცდებიან დაიცვან ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მესამედ გახდნენ გათამაშების გამარჯვებულები.

    თავის მხრივ, ბასკური კლუბი "რეალთან", "ატლეტიკოსთან" და სხვა გუნდებთან ერთად შეეცდება ესპანეთში კატალონიელთა ჰეგემონიის დამხობას. თუმცა ეს რთული იქნება. "ბლაუგრანამ" პრიმერა დივიზიონის ბოლო 11 სეზონიდან 8 წარმატებით დაასრულა. გარდა ამისა, როცა გუნდში ლიონელ მესი თამაშობს, რომელმაც გასულ სეზონში 36 გოლი გაიტანა, "ბარსელონასთვის" ყველაფერი გაცილებით მარტივია.

    მაგრამ ახალი სეზონი იწყება, 20 კლუბი, 20 განსხვავებული გეგმა, ფილოსოფია და იმედები.

    უცვლელი ფავორიტები

    ფავორიტმა სამეულმა ახალ სეზონში იგივე მწვრთნელები შეინარჩუნეს. ამ კუთხით აღსანიშნავია "ატლეტიკო", რომელსაც დიეგო სიმეონე უკვე 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ტოპ გუნდებმა საკმაო თანხები დახარჯეს გასაძლიერებლად. "ბარსელონამ" ანტუან გრიზმანი დაიმატა, შესაძლოა ნეიმარის ტრანსფერიც განხორციელდეს. მესი კი, რა საკვირველია, კვლავ ლიდერის როლში მოგვევლინება.

    "რეალში" კი ზინედინ ზიდანი ცდილობს გუნდის რეორგანიზაციას. მადრიდელებისთვის ედენ აზარი მთავარი იმედია. "ატლეტიკოში" გრიზმანის წასვლის შემდეგ ჟოაო ფელიშზე ამყარებენ იმედებს, მათ კარს კი კვლავ სამორას 4-გზის გამარჯვებული იან ობლაკი უდარაჯებს.

    საშუალო კლასი

    სეგუნდადან დაწინაურებული "ოსასუნა", "გრანადა" და "მალიორკა" შეეცდებიან პრიმერა დივიზიონში დარჩენას. "სევილია", "ვალენსია", "ატლეტიკი", "ბეტისი", "ვილიარეალი", "ხეტაფე", "ესპანიოლი" და "სელტა" შეეცდებიან ევროტურნირების საგზურის მოპოვებას.

    ფაქტია, რომ ლა ლიგის ახალი სეზონი დაძაბული იქნება. დღევანდელი დღიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში ფეხბურთისა და, კერძოდ, ლა ლიგის ქომაგებს საინტერესო დაპირისპირებები ელით.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 16 აგვისტო 2019 21:46

    წელსაც უნდა დავდოთ ლა ლიგა

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 16 აგვისტო 2019 21:34

    წელს კაი ჩემპიონატი გველოდება გული მიგრძნობს,მეორე რანგის გუნდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და არამგონია 5-10 რურით ადრე ცნობილი გახდეს ჩემპიონოა ვინაობა როგორც ხდებოდა ხოლმე დდდ

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი