"ბარსა" ლა ლიგას მესის გარეშე 10 წლის შემდეგ პირველად იწყებს

  • 15-08-2019, 23:38
  • "ბარსა" ლა ლიგას მესის გარეშე 10 წლის შემდეგ პირველად იწყებს

    ლიონელ მესი მოედანზე გასასვლელად მზად არ არის და შესაბამისად, ლა ლიგის პირველი ტურის განაცხადში ვერ მოხვდა. საინტერესოა, რომ ეს 2009 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის სეზონს მის გარეშე დაიწყებენ. 

    2009 წლის აგვისტოში სამხრეთ ამერიკელი ტრავმას იშუშებდა და ხუთ დღეში გასამართი არგენტინა-ბრაზილიის მატჩისთვის მზადყოფნა სურდა, რის გამოც პეპ გვარდიოლამ შემადგენლობაში ბოიან კრკიჩი, პედრო და ზლატანი დააყენა. გუნდს მესის გარეშე არ გასჭირვებია და 3-0 გამარჯვება მოიპოვა. 

    ამის შემდეგ, მესიმ 9 გახსნით თამაშში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი შეაგდო - თანაც, 5 დუბლი შეასრულა და ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. 

    აღსანიშნავია, რომ მესის გარეშე გუნდმა შეთამაშება უკვე მოასწრო და პრე-სეზონი წარმატებით ჩაატარა. ხვალ, მათ ბილბაოს "ატლეტიკთან" მნიშვნელოვანი გამოცდა ელით. 

    თეგები: ლიონელ მესი

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 16 აგვისტო 2019 10:32

    ვიდალის ჩართვა შესთავაზა ბარსამ პსჟ-სო წავიკითხე. ოღონდ ეგ არა რა, მაგ კაცის გაშვება არანაირად არ შეიძლება. რაკიტიჩი და კოუტინიო გაუშვან ჯობია და ფული დაამატონ, ძალიან გული დამწყდება თუ წავიდა არტურო.

    1
    გასულია

    4 - 16 აგვისტო 2019 09:42

    NEWS : ნეიმარი თითქმის 17 მილიონით ნაკლებ ხელფასზე არის თანახმა ბარსაშიიოო :დდდდდ

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    3 - 16 აგვისტო 2019 00:32

    არაუშავს მთავარია მარტო ეგ იგრა გამოტოვოს და მერე აღარ დაიტრამვოს არ უნდა გაავაფუჭოთ სტატისტიკა და მე-11 იგრას უნდა მოვიგოთ

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 16 აგვისტო 2019 00:04

    ფრენკის თამაში მაინტერესებს ყველაზე მეტად, გრიზისაც,მაგრამ უფრო ფრენკის.

    10
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    1 - 15 აგვისტო 2019 23:56

    შტეგო
    პიკე
    ლენგლე
    ალბა
    სემედუ
    ბუსკე
    დეიონგი
    რაკიტიჩი
    გრიზმანი
    სუარესი
    დემბელე
    ეს შემადგენლობა იქნება ჩემი აზრით.არტური ჯერ ფორმაში არაა და არ დააყენებს დარწმუნებული ვარ

    8

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი