"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ნეიმარზე საუბრობს

"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ნეიმარზე საუბრობს

"ბარსელონას" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ნეიმარზე პირველად ისაუბრა.

"ნეიმარი განცალკევებით ვარჯიშობს? ეს სიცრუეა. მას პერსონალური სავარჯიშო პროგრამა აქვს, რომელსაც ის მიჰყვება. ნეიმარი ჯერ კიდევ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელია. მას ამ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს."

"ტრავმა? ყველაფერი მარტივია, ის მსოფლიოს საუკეთესო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იყო, ახლა კი ბრაზილიელი სრულიად ჯანმრთელია."

"შეხვედრა აბიდალთან? ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არსებობს, ამის შესახებ თქვენც იცით, მაგრამ მოლაპარაკებები წინ არ წასულა."

"გულშემატკივრები ნეიმარის წინააღმდეგ? მან შეცდომები დაუშვა. მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ნეიმარი კარგი ბიჭია და ასევე, შესანიშნავი მოთამაშე." - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 16 აგვისტო 2019 12:36
    0
    მაგიტო უნდა ნეიმარს წასვლა ისევ ნაგავი ფეხბურთელები მიყავთ გუნდში რაბიო გაუშვეს და ანდრე ერერა იყიდეს და ისრომ გაძლიერებულიყვნენ პირიქით რაღაც ნაგავებს ყიდულობენ და მეორე წელს ისევ ასე სამარცხვინოდ გამოვარდებიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 აგვისტო 2019 11:12
    2
    ნეიმარმა ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #1 16 აგვისტო 2019 10:50
    2
    გამოუშვით თქვე არასწორებო