რომელი გუნდით თამაშობს ანტუან გრიზმანი Football Manager-ში?

  • 15-08-2019, 12:09
  • რომელი გუნდით თამაშობს ანტუან გრიზმანი Football Manager-ში?

    "ბარსელონას" ახალწვეული ანტუან გრიზმანი კომპიუტერულ თამაშ Football Manager-ის დიდი გულშემატკივარია. ცოტა ხნის წინ მან Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი გუნდი ჩანს.

    ბევრისთვის გასაკვირად, გრიზმანი არც მადრიდის "ატლეტიკოთი" თამაშობს და არც "ბარსელონათი". მისი რჩეული გუნდი ლონდონის "არსენალია". ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელებიდან გრიზმანის გუნდში მხოლოდ ფრენკი დე იონგი მოხვდა. სამაგიეროდ, მის გუნდში იმყოფება ჟოაუ ფელიში, რომელმაც გრიზმანი "ატლეტიკოში" შეცვალა.

    როგორც სურათიდან ირკვევა, გრიზმანმა "არსენალის" 2023 წლის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც ჯეიდონ სანჩო, ჟოაუ ფელიში, ფრენკი დე იონგი, მატიას დე ლიხტი, ბრუნო ფერნანდეში, ენდრიუ რობერტსონი და რაფაელ ვარანი მოხვდნენ.

    გრიზმანის პოსტს გამოეხმაურა მისი მეგობარი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც რეალურად "არსენალში" თამაშობს, მაგრამ კომპიუტერულ თამაშში - არა. ის დაინტერესდა, რატომ აღარ ირიცხება ის ლონდონურ კლუბში. ანტუანმა მას უპასუხა, რომ 2021 წელს, ლაკაზეტმა პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, 2023 წელს კი "ჰადერსფილდში" 23.5 მილიონ ევროდ გადავიდა.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 15 აგვისტო 2019 17:09

    ფელიში უნდა ვითრიოთ 2-3 სეზონში

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი