როგორ თამაშობს ანტუან გრიზმანი "ბილბაოს" წინააღმდეგ

  • 15-08-2019, 15:11
  • როგორ თამაშობს ანტუან გრიზმანი "ბილბაოს" წინააღმდეგ

    ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "ბილბაოს" სტუმრად დაუპირისპირდება.

    "სან მამესზე" თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ "ბარსელონას" უკვე ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ამ სტადიონზე წარმატებული ასპარეზობით გამოირჩევა.

    "ბლაუგრანას" ახალწვეულს, ანტუან გრიზმანს, "ბილბაოს" წინააღმდეგ 18-ჯერ უთამაშია. მისმა გუნდებმა ("სოსიედადი" და "ატლეტიკო") 11-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. გრიზმანის აქტივში 8 გატანილი გოლია, აქედან 5 "სან მამესზე". ფრანგ ფეხბურთელს, ლა ლიგაში, ჰეთ თრიქი სულ 4-ჯერ აქვს შესრულებული და აქედან ერთი "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაზე მოდის.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    15 აგვისტო 2019 17:16

    იმედია ხვალაც დააჭედებს გრიზმო გოლს ბასკებს

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    15 აგვისტო 2019 15:36

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    მესისთან თუ დაალაგა ურთიერთობა ოქროს ბუცს მოაგებინებს გრიზის. ნეტა ხვალ მიდუბლოს მაინც,მაგრამ ფრენკის თამაში მაინტერესებს ყველაზე მეტად.

    მად ოქროს ბურთი არ მგონია მარა 3 კანდიდატში მოჟნა

    ოქროს ბუცი joy ბურთი მხოლოდ და მხოლოდ მესის.

    4
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    15 აგვისტო 2019 15:29

    ტერ შტეგენი
    სემედო-პიკე-უმიტი-ალბა
    რაკიტიჩი-ბუსკეცი-დეიონგი
    დემბელე-სუარეზი-გრიზმანი
    ესე ითამაშებს უეჭველი

    აბა ანგარიშები ჩამოყარეთ stuck_out_tongue_closed_eyes

    5
    გასულია

    15 აგვისტო 2019 15:28

    მესისთან თუ დაალაგა ურთიერთობა ოქროს ბუცს მოაგებინებს გრიზის. ნეტა ხვალ მიდუბლოს მაინც,მაგრამ ფრენკის თამაში მაინტერესებს ყველაზე მეტად.

    3
    --------------------
    Fu.king "bilbao" , out!out!out!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    15 აგვისტო 2019 15:15

    აბა შენიცი ბარსაში მეტი შანსი გექნება გოლების შეყრის და ბენზემობა არდაიწყო.

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied