ანდრე ვილაშ-ბოაში: ნეიმარს მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო

ანდრე ვილაშ-ბოაში: ნეიმარს მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო

ფრანგული "მარსელის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ნეიმარმა თამაშს უკლო.

"ნეიმარი, მსოფლიო ფეხბურთში, მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩემთვის, ის იყო ფეხბურთeლი, რომელსაც "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მესისა და რონალდუს შეცვლა შეეძლო. თუმცა, მან ვერ აღიდგინა ის თვისებები, რომლებსაც "ბარსელონაში" აჩვენებდა.

საფრანგეთის ჩემპიონატისთვის უკეთესი იქნება, თუ ნეიმარი დარჩება. ამ მოთამაშეს ფეხბურთში თავისი სახელი აქვს. ეს იმ სიტუაციას ჰგავს, როდესაც პსჟ-ში რონალდინიო თამაშობდა. საფეხბურთო სამყაროს ასეთი მოთამაშეების ყურება უყვარს. არ ვიცი, რა მოხდება. კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან პსჟ-ს მწვრთნელი არ ვარ." - ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 აგვისტო 2019 17:11
    5
    შეეძლო მარა თავის თავს დააბრალოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued