რივალდო: "ბარსელონას" პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

  • 14-08-2019, 23:26
  • რივალდო: "ბარსელონას" პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს

    "ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი, რივალდო თვლის, რომ კატალონიურმა კლუბმა ამ სეზონში აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გააკეთოს.

    "ამ სეზონში "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უნდა კონცენტრირდეს. ტიტულზე, რომლის მოგებისთვის კლუბი და მისი ფანები რამდენიმე წელია იბრძვიან."

    "რა თქმა უნდა, მათ ლა ლიგა თავიანთ კონკურენტებს არ უნდა დაუთმონ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტურნირის ზოგიერთ მატჩში ვალვერდემ შანსი ახალგაზრდებს უნდა მისცეს."

    "ლა ლიგის წაგებას დიდ წარუმატებლობად არ ჩავთვლი, რადგან "ბარსელონა" ამ ტურნირზე მრავალი წელია დომინირებს. ახლა, პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 15 აგვისტო 2019 00:29

    ბორბა შენც კაი ჩამოსხმა ხარ ... შენ ვალიკომ და ბართუშამ threesome შეცხეთ ხოლმე

    3
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    1 - 15 აგვისტო 2019 00:27

    წინა სეზონშიც კონცენტრირებული იყო მარა ტრენერმა ჩაუსვარა გეგმებში წელსაც დარწმუნებული ვარ რო ლიგაზე ექნებათ აქცენტი და იმედია ის ცხვირგასიებული არაფერს მიქარავს

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი