ანტუან გრიზმანი "90 წამის გამოწვევაში" [VIDEO]

ანტუან გრიზმანი "90 წამის გამოწვევაში" [VIDEO]

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა, კლუბის სოციალური ქსელებისთვის შექმნილ პროექტში (90 წამის გამოწვევა) მიიღო მონაწილეობა. მისი მიზანი იყო გულშემატკივრების მიერ დასმული შეკითხვებიდან 90 წამში რაც შეიძლება ბევრისთვის ეპასუხა.

გთავაზობთ გრიზმანის კითხვა-პასუხს:

- ვინ იყო შენი ბავშვობის გმირი?

- ბექჰემი.

- უკვე იცი, როგორ იზეიმებ "ბარსელონაში" გატანილ პირველ გოლს?

- კი.

- ფავორიტი მუსიკალური ჯგუფი ან მომღერალი.

- Karol G.

- შეგიძლია რუბიკის კუბის აწყობა?

- არა.

- ფავორიტი "ბარსელონას" ლეგენდა.

- პუიოლი.

- გიყვარს რეპი?

- კი.

- კარიერას თავიდან რომ იწყებდე, რომელ პოზიციას აირჩევდი?

- მეკარეს.

- ჰეთ თრიქი თუ ბოლო წუთზე გატანილი გოლი?

- ჰეთ თრიქი.

- საყვარელი ფრანგული კერძი.

- ტარტიფლეტი.

- ერთი სიტყვით დაახასიათე ტონი პარკერი.

- დაუჯერებელი.

- ფავორიტი DJ.

- DJ Snake.

- ყველა ენაზე ლაპარაკი გირჩევნია თუ ცხოველებთან ლაპარაკი?

- ცხოველებთან ლაპარაკი.

- ვის აქვს საუკეთესო ვარცხნილობა "ბარსელონაში"?

- მე.

- გყავს ძაღლი?

- კი, 2 პატარა ძაღლი.

- გინდა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის ქონა?

- კი.

- რომელ სოციალურ ქსელს იყენებს ყველაზე ხშირად?

- ინსტაგრამს.

- ვინაა ყველაზე მხიარული საფრანგეთის ნაკრებში?

- დემბელე.

- საყვარელი ხილი.

- ვაშლი.

- შეგიძლია რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა?

- არა.

- ერთი რამ, რაც მშობლებმა გასწავლეს.

- მორჩილება.

- ადგილი ბარსელონაში, რომელსაც სიამოვნებით მოინახულებდი.

- ჩემი მომავალი სახლი.

- გაქვს შენი საკუთარი სტიკერი WhatsApp-ში?

- არა.

- GIF?

- კი, ჩემი თანაგუნდელების.

- ფავორიტი ფერი.

- ლურჯი.

- ფავორიტი სიმღერა.

- Karol G-ს "ოკეანე".

- ფავორიტი ფილმი.

- ჩემი ფილმი.

- საყვარელი დრო გასაღვიძებლად.

- 12 საათი.

- ტკბილი მატე, თუ მწარე?

- მწარე.

- რატომ თამაშობ ყოველთვის გრძელმკლავიანი მაისურით?

- ბექჰემის გამო.

- ვის მიიჩნევ NBA-ს ფავორიტად წელს?

- იმედია ბრუკლინი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 აგვისტო 2019 00:20
    0
    - ჰეთ თრიქი თუ ბოლო წუთზე გატანილი გოლი?

    - ჰეთ თრიქი.

    ნწ ნწ ნწ joy joy joy
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აგვისტო 2019 21:22
    0
    დემბელე ყველაზე მხიარული საფრანგეთის ნაკრებში? smiley smiley smiley smiley smiley რას ეწევა ? smiley smiley smiley smiley

    -
    Culé [?]
    #2 14 აგვისტო 2019 18:42
    4
    ნეიმარზე რატო აღარ დებთ სიახლეს ეხლა რეალში უფრო მიდისო ასე ამბობენ😁 არსად არ გაუშვებს ის ნაბოზ.. ხელაიფი ისეთი განდო.. კაცია ასე ეღადავება რეალსაც და ბარსელონას უკვე კაიხანია ეკაიფება/
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #1 14 აგვისტო 2019 16:38
    6
    ვინ არის ეს გრძელ ცხვირა და გრძელ ფეხება გოგო? smile