რატომ ცდილობს ბართომეუ ნეიმარის დაბრუნებას?

  • 14-08-2019, 19:02
  • რატომ ცდილობს ბართომეუ ნეიმარის დაბრუნებას?

    მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ფეხბურთელში, რომელმაც ორი წლის წინ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, სასამართლოში უჩივლა და "პარი სენ-ჟერმენში" ახალი გამოწვევებისთვის გადავიდა, თავის ორ ფეხბურთელსა (ფილიპე კოუტინიო და ივან რაკიტიჩი) და 100 მილიონ ევროს თმობს.

    "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მზადაა, დაივიწყოს მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ, კლუბი აქცენტს "ლა მასიაზე" გააკეთებდა და მზადაა, დაივიწყოს ნეიმარის დამცინავი განცხადებები მის მიმართ, რათა "ბარსელონას" ვეტერან ფეხბურთელებს გასახდელში თავიანთი ძველი მეგობარი დაუბრუნოს და ამით თავისი თანამდებობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს.

    ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის, RAC1-ს ცნობით, "ბარსელონას" სპორტული განყოფილება ტრანსფერის საჭიროებას ვერ ხედავს და კლუბის ფინანსური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნება ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული (ფინანსურ რისკებთან), თუმცა ბართომეუს ეს არ აღელვებს. როგორც ჩანს, ნეიმარის ტრანსფერით პრეზიდენტი აპირებს, ფანებს ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის სამარცხვინო გამოსვლები დაავიწყოს ("რომა" და "ლივერპული").

    შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს არის დაგეგმილი. ბართომეუმ მზადება უკვე დაიწყო...

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 15 აგვისტო 2019 00:56

    Yvelafers miuxedavad maisurebi amoyris naxevars mainc
    Ney tu dabrunda mxolod imshemtxvevashi mivesalmebi tu win
    Messi
    Grizmani sua ney idgebian dembelesac kai dro miecema sua mainc berdeba da mesic kargad daisvenebs umnishvnelo tamashebshi

    0
    გასულია

    10 - 15 აგვისტო 2019 00:22

    ფრთხილად იყოს პირიქით მაგის ტრანსფერმა არ მოუღოს ბოლო ამის პრეზიდენტობას

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    9 - 14 აგვისტო 2019 20:42

    ყველაზე მეტი ამას აგინა,

    ფანებს ტაკზე კოჩნა

    და ეხლა ფანებს აღარ უნდათ და ეს დაღლილ სახიანი იქაჩება რომ გადმოიყვანის
    ღადაობაა.)))

    რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას თავმოყვარეობა რომ დავიკიდოთ,სრული გოიმობაა,
    100$ კოუტინიო- მინიმუმ 100$ და რაკიტიჩი 50$

    250 დოლარს ვიხდით ტრამვირებულ გაფარჩაკებულ იგროკში, რომელიც 2 წელია 10 ეულშიც ვერ ხვდება

    3
    გასულია

    8 - 14 აგვისტო 2019 20:29

    იმედია ვერ გადმოვა და აილეწება საბოლოოდ ისე რო კარიერას სადმე თურქეთში გააგრძელებს რო დავისვენო ერთხელ და სამუდამოდ იმის შიშისგან რო ეგ კლოუნი აქ გადმოვა )

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    7 - 14 აგვისტო 2019 20:24

    თუ აილეწა აქაც და გამოტოვა ნახევარი სეზონი უფრო მოეხაზება ბართოს და ჯობია მიოაყენოს და სუ არ იყიდოს, ისე კი რაღაცნაირად მგონია რო ამ სეზონშიც აიკიდებს ტრამვას

    1
    გასულია

    6 - 14 აგვისტო 2019 20:22

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: CHEPE
    ბარსელონას მფლობელი ვინარის საერთოდ??🤔🤔 აი როგორც ხალიფასია პსჟ ნაყიდი ისე ვინარის მართლა არ ვიცი ან რეალის მფლობელი ვინ არის

    ბარსა-რეალს მფლობელი "არ ჰყავს". აქციონერები მართავენ,ერთი კაცის გუნდი არაა არცერთი.

    მართალია, და კიდევ ორი კლუბია ვისაც ეს აქციონერები მართავენ ე. წ. "სოსიო"ბილბაო და ოსასუნა. ბარსას ყველაზე მეტი ყავს სოსიო დაახლოვებით. 182 000. და ყოველი სოსიოს წლიური შენატანი კლუბის ბიუჯეტში აუცილებელი სახით არის 182 ევრო დაახლოებით. მხოლოდ ისინი ღებულობენ პრეზიდენტის არჩევნებში პირდაპირ მონაწილეობას და არჩევის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი აყალიბებს დირექტორთა საბჭოს.

    1
    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია

    5 - 14 აგვისტო 2019 19:45

    ციტატა: CHEPE
    ბარსელონას მფლობელი ვინარის საერთოდ??🤔🤔 აი როგორც ხალიფასია პსჟ ნაყიდი ისე ვინარის მართლა არ ვიცი ან რეალის მფლობელი ვინ არის

    ბარსა-რეალს მფლობელი "არ ჰყავს". აქციონერები მართავენ,ერთი კაცის გუნდი არაა არცერთი.

    4
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    4 - 14 აგვისტო 2019 19:22

    ეგრე წინასწარ ვერ გათვლი, ნებისმიერი ფეხბურთელის მოყვანა გარკვეული რისკია,აგერ კოუტინიო დაფრინავდა ლივერპულში ვინ იფიქრებდა, რომ ასე ჩავარდებოდა ბარსაში, პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებს ტოვებდა უბრალოდ იმის გამო რომ არ აინტერესებდა, ეგრეთი რამე ბარსაში არ მოხდება, აქ გულიანად ითამაშებს, სანამ კიდე მესი აქაა გუნდის ლიდერობაზე და პენალტების დარტყმაზე ვერც იოცნებებს smiley ბერდება მესი და სანამ გვყავს იქნებ როგორმე მოვაგებინოთ კიდევ ერთი ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგა

    2
    გასულია

    3 - 14 აგვისტო 2019 19:13

    ნეიმარის მოყვანა თუ უშველის მაშინ ამას მარტო

    0
    გასულია

    2 - 14 აგვისტო 2019 19:11

    ვერ დააჯერებ ამ ხალხს რო სლეიმარი არაა გუნდში საჭირო და ელაპარაკე ჭეშმარიტებაზე. ნეის მოყვანას და მაგხელა თანხების გადაყრას ჯობს შეეშვან და მაგ ფულში ორი სამი პერსპექტიული ახალგაზრდა მოიყვანონ.

    1
    გასულია

    1 - 14 აგვისტო 2019 19:10

    ნაბი..არი კაცი. დაახვიეთ შენ და "ბილბაომ" გუნდიდან. მზეიმარი რაში გვჭირდება ღორო,ლიგაზე ნუ გაყიდი თამაშებს.

    2
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი