"ბარსელონამ" ნეიმარის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმა
"ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის მიმდინარე ოფიციალური მოლაპარაკებების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა, მაგრამ კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ მათ, ნეიმარისთვის ბრძოლაში, "რეალი" უკან მოიტოვეს.
Paris United-ის ცნობით, "ბარსელონამ" ნეიმარის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმა, რაც "ბლაუგრანას" ოპტიმიზმზე მიუთითებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ბრაზილიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს, 16 აგვისტოს გაივლის.
იმავე დღეს, "ბარსელონა", ლა ლიგის გახსნით მატჩში, "ბილბაოს" დაუპირისპირდება. ტრანსფერის დროულად განხორციელების შემთხვევაშიც კი, ნეიმარი ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის დიდი ხნის უვარჯიშებელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 53 ]