ბილბაო-ბარსელონას დებიუტანტი არბიტრი განსჯის

ბილბაო-ბარსელონას დებიუტანტი არბიტრი განსჯის

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩების მსაჯები გახდა ცნობილი. ტურის გახსნით და ცენტრალურ მატჩს პრიმერას დებიუტანტი არბიტრი, აიტორ გოროსტეგი ფერნანდეს-ორტეგა განსჯის.

ფერნანდეს-ორტეგა 36 წლისაა. სეგუნდა დივიზონის მატჩებში ის 2016 წლიდან მსაჯობდა. პრიმერა დივიზიონში დებიუტი კი მას სწორედ "ბილბაო"-"ბარსელონას" მატჩში ექნება.

ფერნანდეს-ორტეგას "ბარსელონასა" და "ბილბაოს" პირველი გუნდების მატჩებში არც ესპანეთის თასზე უმსაჯია.

"ბარსელონა ბ"-ს შეხვედრა ახალგაზრდა არტბირმა ერთხელ განსაჯა. 2018 წელს, კატალონიელებმა "კულტურალ ლეონესასთან" 0:1 წააგეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქე 38-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

"ბილბაოს" სარეზერვო გუნდმა ფერნანდეს-ორტეგას მონაწილეობით 3 თამაში ჩაატარა, 1 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აგვისტო 2019 23:46
    0
    ეუ აბა ეს ყველაფერზე ჯარიმას დადებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #4 13 აგვისტო 2019 20:52
    2
    ციტატა: BARCELONA(iniesta)
    არაპროფესიონალიზმია მეტი არაფერი.ამ დონის შეხვედრა თანაც ლა ლიგის გახსნითი თამაში დებიუტანტმა რატო უნდა განსაჯოს?

    იქნებ ამ დებიუტანტმა უფრო უკეთ იმსაჯოს ვიდრე აქამდე ის ,,გამოცდილი" არბიტრები მსაჯობდნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აგვისტო 2019 19:52
    2
    იმედია არიბენზემებს ;დდ
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #2 13 აგვისტო 2019 19:39
    3
    არაპროფესიონალიზმია მეტი არაფერი.ამ დონის შეხვედრა თანაც ლა ლიგის გახსნითი თამაში დებიუტანტმა რატო უნდა განსაჯოს?
    De jong21
    სტუმარი [?]
    #1 13 აგვისტო 2019 19:30
    5
    იმედი ამ თამაშს მაინც აჩვენებენ სილქზე