ჟერსონის აგენტი: "ბარსელონასთვის" უარის თქმა შეცდომა იყო

  • 13-08-2019, 18:19
  • ჟერსონის აგენტი: "ბარსელონასთვის" უარის თქმა შეცდომა იყო

    ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ჟერსონის აგენტი აცხადებს, რომ 3 წლის წინ მის კლიენტს "ბარსელონასთვის" უარი არ უნდა ეთქვა.

    2016 წელს, როდესაც ჟერსონი ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, მისით "რომა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ბარსელონა" იყვნენ დაინტერესებულნი. "ფლუმინენსეს" ფეხბურთელისთვის ბრძოლა "რომამ" მოიგო, რომელმაც 18.6 მილიონი ევრო გადაიხადა.

    ჟერსომა "რომაში" თავი ვერ გამოიჩინა. ორ სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში მან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ფეხბურთელი "ფიორენტინაში" გაანათხოვრეს. ფლორენციული გუნდის მაისურით ბრაზილიელმა 40 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    ერთი თვის წინ, ჟერსონი ბრაზილიაში დაბრუნდა. "ფლამენგომ" "რომას" ფეხბურთელში 11.8 მილიონი ევრო გადაუხადა.

    ახლახანს, ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, მარკაომ საინტერესო განცხადება გააკეთა: "ბარსელონას" ჟერსონი უნდოდა და კატალონიელებმა შეთანხმებასაც მიაღწიეს. ეს მდგომარეობა იყო მანამ, სანამ "ფლუმინენსეს" ოფისში არ მივედი და პრეზიდენტმა არ მითხრა, რომ "რომასგან" ზღაპრული შეთავაზება ჰქონდა. მან ასევე მითხრა, რომ კლუბს ფინანსურად უჭირდა და ხელფასების გადახდას ვერ ახერხებდა. ამის შემდეგ "რომას" წარმომადგენლებს შევხვდი და მათ დავთანხმდი. ახლა უფრო გამოცდილი ვარ და იგივეს აღარ ვიზამდი." - ციტირებს ჟერსონის მამის სიტყვებს Globoesporte.

    თეგები: ჟერსონი

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 13 აგვისტო 2019 23:42

    ამან რომაში ვერაფერი ვერ ქნა და ბარსაში რა ჩემს ფეხებს იზავდა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 13 აგვისტო 2019 20:26

    რომა და ფიორენტიმაში ვერაფერი ქნა და ბარსაში ხო დაბრდღვნიდა ყველაფერს 😀😀😀😀 satisfied

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი