ნეიმარი "ბარსელონასაც" შეუთანხმდა და "რეალსაც"

  • 13-08-2019, 00:07
  • ნეიმარი "ბარსელონასაც" შეუთანხმდა და "რეალსაც"

    ესპანური El Chiringuito-ს ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, ნეიმარმა, პირადი კონტრაქტის დეტალები "ბარსელონასთანაც" შეათანხმა და "რეალთანაც".

    წყაროს ცნობით, ბრაზილიელი მზადაა კატალონიურ კლუბში წელიწადში 23 მილიონად ითამაშოს, "რეალში" გადასვლის შემთხვევაში კი ის 30 მილიონს მიიღებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ხელფასში ამხელა სხვაობის მიუხედავად, ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია და ახლა ის ელოდება, როდის მიაღწევს "ბლაუგრანა" "პარი სენ-ჟერმენთან" შეთანხმებას. მისი "რეალში" ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ "ბარსა" და პსჟ ვერ შეთანხმდებიან.

    El Chiringuito კლუბებს შორის მოლაპარაკებების დეტალებსაც ასაჯაროებს. ესპანური პრესის მტკიცებით, "ბარსა" ნეიმარში 120 მილიონსა და ფილიპე კოუტინიოს, ხოლო "რეალი" 140 მილიონსა და ხამაეს როდრიგესს ან გარეთ ბეილს ჩამოდის.

    ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" და "რეალთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. პირველად ეს გასული საუკუნის შუაში, ალფრედო დი სტეფანოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება ორივე კლუბთან გააფორმა. დი სტეფანო, საბოლოოდ, "რეალს" დარჩა. ნეიმარის შემთხვევაში კი უპირატესობას "ბარსელონა" ფლობს.

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    18 - 13 აგვისტო 2019 13:10

    ნეიმარმა, პირადი კონტრაქტის დეტალები "ბარსელონასთანაც" შეათანხმა და "რეალთანაც".

    ეს რა გასათხოვარი ქალივითაა..
    ეხლა უნდა გაცინოთ: = იყო დრო გასათხოვარი გოგონები სახლიდან ჩუმად რომ იპარებოდნენ და ერთმა ჩემმა მეზობელმა, რომელიც მართლა ძალიან ლამაზი გოგო იყო და სამი ბიჭი დასდევდა მოსატაცებლად, სამივე ერთ დროს დაიბარა პაემანზე..
    მეგობრებმა ვკითხეთ რატომ გააკეთა ასე და პასუხზე მაგრად ვიღადავეთ = "სამივე მაგარია, სამივე ლამაზია, სამივე მომწონს ერთნაირად და ვერ გადამიწყვეტია რომელს გავყვე, ამიტომ რომელიც უფრო პუნქტუალური აღმოჩნდება და მალე მოვა იმას გავყვებიოო!"
    ხოდა ასეც გააკეთა, რომელიც პირველი მივიდა იმას გაჰყვა, დღეს რა თქმა უნდა უბედნიერესია..
    smile ნეიმარის ტრანსფერიც ასეა, ვინც ადრე შეუთანხმდება პსჟ-ს, "იმას გაჰყვება"!!! smile ჩვენ კი ვიცით რომ პსჟ-მ ბარსა დაბლოკა, მაგრამ ..იქნება დაა.. wink

    5
    გასულია

    17 - 13 აგვისტო 2019 12:28

    ციტატა: Madrid 4 ever
    რეალმა რაც ლიგები დადო 14-18 წლებში ისტორიული შედეგია, მაგრამ გასაკვირი ისაა არცერთ სეზონში ბარსელონაზე ძლიერი არ ყოფილა.

    smile smile smile smile smile smile smile
    მოვკვდი სიცილით..
    თქვენთვისაც გასაკვირია არაა? არ მეგონა!
    რატომ გიკვირთ, თვითონაც ხომ იცით როგორ "მოიგო-იყიდა" "დიდმა პერესმა" ლიგა???
    wink wink wink

    0
    გასულია

    16 - 13 აგვისტო 2019 11:18

    ციტატა: Madrid 4 ever
    ჯერ ერთი ანჩელოტი კარგი მწვრთნელია მაგრამ არა ტოპ ლეველი. მარჩელო ლიპის დონის მწვრთნელზე მაქვს საუბარი. კონტეს დრო უნდა და კიდევ უფრო დაიხვეწება.
    რაც შეეხება კლოპს, მან ჩაიბარა დეგრადირებული ლივერპული მენტალურად და შემადგენლობითაც. მიუხედავად ამისა ლიგა დადო თან პრემიერლიგაში ბოლო წვეთდე იბრძოლეს. თანაბარი რესურსების პირობებში გერმანელების დამარცხება შეუძლებელია,რესურსს 100% იყენებენ.
    ბოლოს რეალმა ბარსელონას 3 ბურთიანი ჰანდიკაპით 2008 ში მოუგო , ბერნდ შუსტერის დროს. თან რეალს რობენი ყავდა ლიდერი მარტო.
    რეალს აქვს დიდი რესურსი უბრალოდ საჭიროა ტოპ კლასის მენეჯერი რომელიც ძირეულად შეცვლის ყველაფერს.
    იოჰან კრუიფის ოცნების ბარსელონას მოუგო კაპელოს მილანმა 4 -0 ფინალში. ტაქტიკური თვალსაზრისით იტალიელები და გერმანელები ყველაზე მაგრები არიან მსოფლიოში.

    მე ბარსელონას სათამაშო ფილოსოფიას ვაღიარებ უძლიერესად,მაგრამ კლასიკოებში დაფიქსირებული შედეგები რეალის ქაოსურობის ბრალი უფროა.

    2005-06 წლებში გალაქტიკოსების რეალს, რაიკაარდის ბარსელონა აფარჩაკებდა. შემდეგ მოვიდა კაპელო რომელმაც გუნდს ტაქტიკურობა შესძინა. მთავარი პრობლემა მწვრთნელშია ზოგადად , თორემ რესურსი პსჟსაც აქვს.

    და თუ ვინმეს გონია რომ 13 ში ბაიერნთან მესის ტრამვის გამო წააგო ბარსელონამ მწარედ ცდება. ჰაინკესი ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა ბარსელონასთვის რა დაეპირისპირებინა. ხავი მარტინესი და შვაინშტაიგერი დააყენა ხავი ინიესტას გასანეიტრალებლად. რობენმა და რიბერიმ ფლანგებზე შეუტიეს. 2011 ბარსელონაც წააგებდა იმ.ბაიერნთან.

    2008 წელს ვილიარეალმა მოგვიგო და ჯამში 12 ქულით გვაჯოდა, მაგ წელს ბარსა გუნდი არ იყო და ხეტაფემაც მოუგო 4-0 თასზე, რეალმა მოიგო თუ ბარსამ წააგო ეგ მატჩი აი ეგაა საკითხავი. ანჩელოტი თავისი თაობის საუკეთესო იტალიელი მწვრთვნელი იყო. ანუ 2006-ში ფანტასტიკური მილანი რომ გაიფინა სან-სიროზე ბარსასმ ეგ ანჩეს დაბალი დონის შედეგია? joy
    რაც შეეხება 2011 წლის ბარსას, მაგ ფორმაციის გუნდმა შეარცხვინა ჯერ ჟოზეს ავტობუსი და მერე ფერგის მანჩესტერი,თან უემბლიზე. მესის ვერავინ აჩერებდა და გუნდი გუნდობდა, ხავი-ინიესტა ატარებდა კარიერის საუკეთესო სეზონს დუეტში. 2011 წლის ბარსა 2013 ბაიერნს 2 ბურთის სხვაობით მოუგებდა ისე,რომ თამაშით დაჯაბნიდა. 2013 წელს უმწვრთვნელო გუნდი გვყავდა, იცი ეს რას ნიშნავს??? "პსგ"-სთან ტრამვის მერე(მანდაც ტრამვით ითამაშა) მესი ფორმაში ვეღარ შევიდა და რაც მთავარია ჟორდი როურა ვერ გაუქაჩავდა ჰაინკესს, უმწვრთვნელო გუნდი განწირულია ყოველთვის. ვილანოვა 3 თვე კლინიკაში იწვა და 1 თვე გუნდთან ატარებდა, აი ამიტომ წავაგეთ მაგ წელს.

    3
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    15 - 13 აგვისტო 2019 09:46

    Ver dagetanxmebit rom ancheloti top levelis mcvrtneli araa, romeli turniri ar aqvs mogebuli?

    1
    გასულია

    14 - 13 აგვისტო 2019 08:35

    ციტატა: Madrid 4 ever
    ჯერ ერთი ანჩელოტი კარგი მწვრთნელია მაგრამ არა ტოპ ლეველი. მარჩელო ლიპის დონის მწვრთნელზე მაქვს საუბარი. კონტეს დრო უნდა და კიდევ უფრო დაიხვეწება.
    რაც შეეხება კლოპს, მან ჩაიბარა დეგრადირებული ლივერპული მენტალურად და შემადგენლობითაც. მიუხედავად ამისა ლიგა დადო თან პრემიერლიგაში ბოლო წვეთდე იბრძოლეს. თანაბარი რესურსების პირობებში გერმანელების დამარცხება შეუძლებელია,რესურსს 100% იყენებენ.
    ბოლოს რეალმა ბარსელონას 3 ბურთიანი ჰანდიკაპით 2008 ში მოუგო , ბერნდ შუსტერის დროს. თან რეალს რობენი ყავდა ლიდერი მარტო.
    რეალს აქვს დიდი რესურსი უბრალოდ საჭიროა ტოპ კლასის მენეჯერი რომელიც ძირეულად შეცვლის ყველაფერს.
    იოჰან კრუიფის ოცნების ბარსელონას მოუგო კაპელოს მილანმა 4 -0 ფინალში. ტაქტიკური თვალსაზრისით იტალიელები და გერმანელები ყველაზე მაგრები არიან მსოფლიოში.

    მე ბარსელონას სათამაშო ფილოსოფიას ვაღიარებ უძლიერესად,მაგრამ კლასიკოებში დაფიქსირებული შედეგები რეალის ქაოსურობის ბრალი უფროა.

    2005-06 წლებში გალაქტიკოსების რეალს, რაიკაარდის ბარსელონა აფარჩაკებდა. შემდეგ მოვიდა კაპელო რომელმაც გუნდს ტაქტიკურობა შესძინა. მთავარი პრობლემა მწვრთნელშია ზოგადად , თორემ რესურსი პსჟსაც აქვს.

    და თუ ვინმეს გონია რომ 13 ში ბაიერნთან მესის ტრამვის გამო წააგო ბარსელონამ მწარედ ცდება. ჰაინკესი ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა ბარსელონასთვის რა დაეპირისპირებინა. ხავი მარტინესი და შვაინშტაიგერი დააყენა ხავი ინიესტას გასანეიტრალებლად. რობენმა და რიბერიმ ფლანგებზე შეუტიეს. 2011 ბარსელონაც წააგებდა იმ.ბაიერნთან.

    კარლიტოზე რო მაგას იტყვი ფეხბურთს ხუმრობითაც აღარ უნდა უყურო :))

    1
    --------------------
    სადღაც გულის სიღრმეში, კუთხეში, კუნჭულში.. :))))
    გასულია

    13 - 13 აგვისტო 2019 02:19

    2
    გასულია

    12 - 13 აგვისტო 2019 01:53

    ციტატა: Madrid 4 ever
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: Madrid 4 ever
    რეალმა რაც ლიგები დადო 14-18 წლებში ისტორიული შედეგია. მაგრამ გასაკვირი ისაა არცერთ სეზონში ბარსელონაზე ძლიერი არ ყოფილა. გვარდიოლამ აწყობილი მექანიზმი დატოვა საკუთარი სტილით, რომელიც გახსნილ გუნდებს უშანსოდ უგებს.(რეალი, მანჩესტერი, არსენალი , პსჟ).

    ბოლო 10 წელიწადში ბარსელონა მარტო დაჯაბნა ბაიერნმა 13 ში და იუვემ 17 ში. ქაოსური შემტევი ფეხბურთით ჩემდა სამწუხაროდ რეალს კლასიკოებში შანსი არ აქვს, სანამ ეს მენეჯმენტი არ შეიცვლება.

    იუვემ როდის დაჩაგრა 2017-ში? 3-0 მოიგეს და ანგარიში ყვირის,მაგრამ იქ 0-0 ზე ინიესტამ გააფუჭა 💯% -ანი მომენტი და კამპნოუზეც შეგვეძლო გატანა. იუვემ დაიმსახურა გასვლა,მაგრამ დაჩაგვრა გადამეტებული შეფასებაა. 2013-ში ნამდვილად შევრცხვით, მაგრამ
    მანდ ტრამვირებულიი მესი გვყავდა(განმეორებითი საერთოდ გამოტოვა) და კიბოიანი მწვრთვნელი,შესაბამისად მარცხი, ისტორიაში საუკეთესო ბაიერნთან ლოგიკურია.
    მენეჯმენტის ცვლილება რა შუაშია ელკლასიკოს მოგებასთან?

    მე იმის თქმა მინდა რომ თუ ზოგადად ბარსელონას გინდა მოუგო 2 გზა არსებობს. უნდა ითამაშო საოცრად ზუსტი იტალიური ფეხბურთი, ამას ძლიერი დაცვა სჭირდება რაც რეალს არასდროს ყოლია.
    მეორე ვარიანტია გერმანული მანქანის შექმნა ტოპ მწვრთნელით, ამას.ლიოვი ან კლოპი უნდა.
    რეალი ყველა რგოლში ბარსელონაზე სუსტია, თან გუნდს საკუთარი სტილი არ გააჩნია. პსჟ სავით ვარსკვლავების ხროვაა, უბრალოდ ისტორია ეხმარება გაქაჩვაში.

    გყავდათ სუპერ იტალიელი ანჩელოტი,მაგრამ თითქმის მოგებული ლალიგა დრამატულად დათმო 2014-ში, ათწლეულის უსუსტეს ბარსასთან, ამავე პერიოდის უძლიერესი რეალით. მასზე უკეთესი იტალიელი(რეალის დონის) არ არსებობს,მაგრამ ფიასკო განიცადა. კლოპის სტილი დაჩაგრავს ბარსას? გვარდიოლამ რა უქნა არ უყურებ? ლიგაზე კი გამოთიშა კლოპმა,მაგრამ იქ რომ არა უსამართლოდ გაუქმებული მეორე გოლი და გაძევებული გვარდიოლა არავინ იცის რა მოხდებოდა. თან ლიგაზე ლივეს გამოცდილება ქონდა სიტისგან განსხვავებით. წელს რა უქნა გვარდიმ ხო ნახე,თებერვალში სიტისთან უბრალოდ არ უნდა წაეგო კლოპს და ნანატრ ეპლ-ს იგებდა,მაგრამ ვერ გაუქაჩა. "ბილბაოს" ფიასკოს არ განვიხილავ, ეგ დროებითი უაზრობაა. ბარსას უჭირს მხოლოდ და მხოლოდ "ავტობუსებთან" რასაც რეალი საბედნიეროდ ვერასდროს ითამაშებს. კრუიფმა ბარსას სტილი კონკრეტულად რეალის საწინააღმდეგოდ შექმნა joy შემტევ გუნდებს,აწეული დაცვით,უბრალოდ შანსი არა აქვთ ბარსას წინააღმდეგ,რადგან უამრავ სივრცეს ტოვებენ და ბარსას სუპერ შემტევები აუცილებლად გამოიყენებენ.

    3
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    11 - 13 აგვისტო 2019 01:36

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ციტატა: Madrid 4 ever
    რეალმა რაც ლიგები დადო 14-18 წლებში ისტორიული შედეგია. მაგრამ გასაკვირი ისაა არცერთ სეზონში ბარსელონაზე ძლიერი არ ყოფილა. გვარდიოლამ აწყობილი მექანიზმი დატოვა საკუთარი სტილით, რომელიც გახსნილ გუნდებს უშანსოდ უგებს.(რეალი, მანჩესტერი, არსენალი , პსჟ).

    ბოლო 10 წელიწადში ბარსელონა მარტო დაჯაბნა ბაიერნმა 13 ში და იუვემ 17 ში. ქაოსური შემტევი ფეხბურთით ჩემდა სამწუხაროდ რეალს კლასიკოებში შანსი არ აქვს, სანამ ეს მენეჯმენტი არ შეიცვლება.

    იუვემ როდის დაჩაგრა 2017-ში? 3-0 მოიგეს და ანგარიში ყვირის,მაგრამ იქ 0-0 ზე ინიესტამ გააფუჭა 💯% -ანი მომენტი და კამპნოუზეც შეგვეძლო გატანა. იუვემ დაიმსახურა გასვლა,მაგრამ დაჩაგვრა გადამეტებული შეფასებაა. 2013-ში ნამდვილად შევრცხვით, მაგრამ
    მანდ ტრამვირებულიი მესი გვყავდა(განმეორებითი საერთოდ გამოტოვა) და კიბოიანი მწვრთვნელი,შესაბამისად მარცხი, ისტორიაში საუკეთესო ბაიერნთან ლოგიკურია.
    მენეჯმენტის ცვლილება რა შუაშია ელკლასიკოს მოგებასთან?

    მე იმის თქმა მინდა რომ თუ ზოგადად ბარსელონას გინდა მოუგო 2 გზა არსებობს. უნდა ითამაშო საოცრად ზუსტი იტალიური ფეხბურთი, ამას ძლიერი დაცვა სჭირდება რაც რეალს არასდროს ყოლია.
    მეორე ვარიანტია გერმანული მანქანის შექმნა ტოპ მწვრთნელით, ამას.ლიოვი ან კლოპი უნდა.
    რეალი ყველა რგოლში ბარსელონაზე სუსტია, თან გუნდს საკუთარი სტილი არ გააჩნია. პსჟ სავით ვარსკვლავების ხროვაა, უბრალოდ ისტორია ეხმარება გაქაჩვაში.

    0
    გასულია

    10 - 13 აგვისტო 2019 01:30

    ციტატა: Madrid 4 ever
    რეალმა რაც ლიგები დადო 14-18 წლებში ისტორიული შედეგია. მაგრამ გასაკვირი ისაა არცერთ სეზონში ბარსელონაზე ძლიერი არ ყოფილა. გვარდიოლამ აწყობილი მექანიზმი დატოვა საკუთარი სტილით, რომელიც გახსნილ გუნდებს უშანსოდ უგებს.(რეალი, მანჩესტერი, არსენალი , პსჟ).

    ბოლო 10 წელიწადში ბარსელონა მარტო დაჯაბნა ბაიერნმა 13 ში და იუვემ 17 ში. ქაოსური შემტევი ფეხბურთით ჩემდა სამწუხაროდ რეალს კლასიკოებში შანსი არ აქვს, სანამ ეს მენეჯმენტი არ შეიცვლება.

    იუვემ როდის დაჩაგრა 2017-ში? 3-0 მოიგეს და ანგარიში ყვირის,მაგრამ იქ 0-0 ზე ინიესტამ გააფუჭა 💯% -ანი მომენტი და კამპნოუზეც შეგვეძლო გატანა. იუვემ დაიმსახურა გასვლა,მაგრამ დაჩაგვრა გადამეტებული შეფასებაა. 2013-ში ნამდვილად შევრცხვით, მაგრამ
    მანდ ტრამვირებულიი მესი გვყავდა(განმეორებითი საერთოდ გამოტოვა) და კიბოიანი მწვრთვნელი,შესაბამისად მარცხი, ისტორიაში საუკეთესო ბაიერნთან ლოგიკურია.
    მენეჯმენტის ცვლილება რა შუაშია ელკლასიკოს მოგებასთან?

    2
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    9 - 13 აგვისტო 2019 01:19

    ამის მომთრევს შ...ცი

    2
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    8 - 13 აგვისტო 2019 01:18

    რეალმა რაც ლიგები დადო 14-18 წლებში ისტორიული შედეგია. მაგრამ გასაკვირი ისაა არცერთ სეზონში ბარსელონაზე ძლიერი არ ყოფილა. გვარდიოლამ აწყობილი მექანიზმი დატოვა საკუთარი სტილით, რომელიც გახსნილ გუნდებს უშანსოდ უგებს.(რეალი, მანჩესტერი, არსენალი , პსჟ).

    ბოლო 10 წელიწადში ბარსელონა მარტო დაჯაბნა ბაიერნმა 13 ში და იუვემ 17 ში. ქაოსური შემტევი ფეხბურთით ჩემდა სამწუხაროდ რეალს კლასიკოებში შანსი არ აქვს, სანამ ეს მენეჯმენტი არ შეიცვლება.

    0
    გასულია

    7 - 13 აგვისტო 2019 01:09

    ციტატა: Madrid 4 ever
    ნიჭი ერთია გამოყენება მეორე. ნეიმარი თავისი შესაძლებლობების 50% ს თუ იყენებს. რონალდო და მესიმ ფაქტობრივად მაქსიმუმი დადეს კარიერაში.
    რონალდინიოს ისეთი ბექგრაუნდი ჰქონდა ნაკრებში, პელეს დაჩრდილვაც შეეძლო მაგრამ 2006 ში დამთავრდა მისი კარიერა.

    პირველად გეთანხმები ყველაფერში joy რონალდინიომ 2006-ში,ლიგის ფინალში ითამაშა უკანასკნელად და დაასრულა კარიერა სამწუხაროდ.

    6
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    6 - 13 აგვისტო 2019 00:58

    ნიჭი ერთია გამოყენება მეორე. ნეიმარი თავისი შესაძლებლობების 50% ს თუ იყენებს. რონალდო და მესიმ ფაქტობრივად მაქსიმუმი დადეს კარიერაში.
    რონალდინიოს ისეთი ბექგრაუნდი ჰქონდა ნაკრებში, პელეს დაჩრდილვაც შეეძლო მაგრამ 2006 ში დამთავრდა მისი კარიერა.

    2
    გასულია

    5 - 13 აგვისტო 2019 00:53

    ციტატა: Madrid 4 ever
    ჩემზე რომ იყოს ეს ვაბშე არ მინდა რეალში. ამას დუგლას კოშტა მირჩევნია, ფიზიკურად უფრო ძლიერია და ტექნიკაშიც არ ჩამოუვარდება ნეიმარს.
    ნეიმარი თავიდანვე ზედმდტად გაპიარდა.

    უძლიერესი იყო,შეიძლება ახლაც აკრიფოს ფორმა ბარსაში რომ დაბრუნდეს,მაგრამ არ მინდა,რადგან მოღალატე ნაგავია. ამის პერსო ფანი ვიყავი(ბრაზილიის ფანი ვარ) და ძაან გამიხარდა ბარსაში რომ გადმოვიდა,მაგრამ ახლა მძულს,თუმცა 2015-16-17 წლებში ნამდვილი სულერვარსკვლავი იყო და მესი-რონალდოს არაფრით ჩამოუვარდებოდა,განსაკუთრებით 2017-ში.

    3
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    4 - 13 აგვისტო 2019 00:46

    ჩემზე რომ იყოს ეს ვაბშე არ მინდა რეალში. ამას დუგლას კოშტა მირჩევნია, ფიზიკურად უფრო ძლიერია და ტექნიკაშიც არ ჩამოუვარდება ნეიმარს.
    ნეიმარი თავიდანვე ზედმდტად გაპიარდა.

    1
    გასულია

    3 - 13 აგვისტო 2019 00:21

    ნეტა ეს ნაგავი მალე წაიღონ სამეფო მონებმა,მოღალატეები არ გვჭირდება.

    6
    --------------------
    რ ე ა ლ ო ბ ა ა ის ფაქტი,რომ რ ე ა ლ უ რ დროში,რ ე ა ლ ი არ არის რ ე ა ლ უ რ ი კონკურენტი.👌😂 რ ე ა ლ ო ბ ა კატალონიურია!!!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია

    2 - 13 აგვისტო 2019 00:19

    სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს 😅😂

    2
    გასულია

    1 - 13 აგვისტო 2019 00:16

    სათაურს ვენაცვალე

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი